მე–40 გოლი პიპიტას ანგარიშზე

არგენტინელი მადრიდისტა გონსალო იგუაინი უკვე მსოფლიო ვარსკვლავია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 21 წლისაა...


როგორც ვიცით, მადრიდის "რეალი" ლიდერობს ლა ლიგას, "ბარსელონას" წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ "სან მამესაზე". სამეფო კლუბმა "რასინგს" 1–0 მოუგო, სადაც სწორედ გონსალო იგუაინმა გაიტანა ერთადერთი ბურთი მეტოქეთა კარში 21 წუთზე. არგენტინელს, ისევე როგორც კრიშტიანო რონალდოს, ხუთ–ხუთი გოლი აქვთ გატანილი პრიმერა დივიზიონში. ეს ორი მადრიდისტა გუნდის ლიდერები არიან კაკასთან და რაულთან ერთად.

პიპიტა მხოლოდ 18 წლის გახლდათ, როდესაც ესპანეთის დედაქალაქში გადმობარგდა სათამაშოდ. მისი ფასი 7_ჯერ გაიზარდა სამეფო კლუბში გადმოსვლის შემდგომ. პირველივე დღიდან ეს ფეხბურთელი ცდილობდა თავი გამოეჩინა "თეთრებში" და ადგილი დაემკვიდრებინა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ ახერხებდა... მხოლოდ წინა სეზონში დაამტკიცა პიპიტამ, რომ ნამდვილი მადრიდისტა და გუნდის ლიდერია, შარშან ფაქტიურად მარტომ გაიყვანა გუნდი II პოზიციაზე.

სანტანდერის "რასინგთან" გონსალო იგუაინმა თავისი მე–40 გოლი გაიტანა "ბლაკოსის" მაისურით პრიმერაში. პიპიტა მხოლოდ 21 წლისაა და უკვე დაიმკვიდრა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ადგილი, ეს კი ბრწყინვალე რეზულტატია.


მადრიდის მომავალი "პრინცი"

არგენტინელ თავდამსხმელს "რაელთან" 2013 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და თუ რომელიმე გუნდს მისი გამოსყიდვა სურს, უნდა გადაიხადოს 150 მილიონი ევრო. პიპიტას წარმატებულ კარიერას ხოტბა შეასხა მარადონამ, რომელმაც სინანული გამოხატა იმის გამო, რომ აქამდე არ იძახებდა იგუაინს ეროვნულ ნაკრებში.

ყველა გულშემატკივარი იმის მოლოდინშია, რომ გოსალო რაულივით, რონალდოსავით და ნისტელროისავით წარმატებულ კარიერას გაიკეთებს სამეფო კლუბში. ბევრს ჰგონია, რომ "ბლანკოსი" ნიჭიერ ფეხბურთელებს ვერ აფასებს, მაგრამ "რეალში" მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოები აკმაყოფილებთ.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 22 ნოემბერი 2009
  • 3926
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)