არბელოა:"ციურიხთან" უფრო კარგად ვითამაშებთ"

გუშინ გალაქტიკოსის დაცვამ შესანიშნავი შთაბეჭდიელბა დატოვა, უკანა ხაზიდან ყველაზე გამორჩეული კი ალვარო არბელოა გახლდათ, რომელმაც რამოსი ღირსეულად შეცვალა.


"რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო შეხვედრების შემდგომ?_ რა თქმა უნდა გამარჯვება"_განაცხადა "Marca"_სთან საუბარში არბელოამ.

"ჩვენი მეტოქე უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა, რადგან სანაკრებო კვირის შემდგომ ყველა გადაღლილი ვიყავით. ამის მიუხედავად არაჩვეულებრვად ვითამაშეთ და ღირსეულადაც მოვიპოვეთ სამი ქულა. უამრავი გოლის გატანის შანსი გვეპყრა ხელთ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ერთხელ გავისროლეთ მიზანში. ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ ლა ლიგის სათავეში მოვექეცით."

"მე არ მგონია, რომ ადვილი გამარჯვბა მოვიპოვეთ, "რასინგი" არაჩვეულებრივი გუნდია, მათ ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენს წინააღმდეგ, უბრალოდ მადრიდისტებმა არ მივეცით რამის შექმნის საშუალება."

"დარწმუნებული ვარ, რომ ორჯერ უფრო კარგად ვითამაშებთ "ციურიხთან". ჩემპიონთა ლიგა ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ტურნირია ყველასათვის, განსაკუთრებით კი სამეფო კლბუისათვის, რადგან უკვე 7 წელია წარმატებისთვის არ მიგვიღწევია... ეს კი მადრიდულ გრანდს არ ეკადრება."

როგორც მოგეხსენებათ, სამეფო კლუბს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება მოუწევს მომვალ კვირას, "რეალი" ჯერ სანტიაგო ბერნაბეუზე მიიღებს შვეიცარიის ჩემპიონს, ხოლო შემდეგომ წინა წლის ტრიუმფატორ კატალონიის "ბარსელონას" ეწვევა კამპ ნოუზე.


ინფორმაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 22 ნოემბერი 2009
  • 3175
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)