ხესე როდრიგეს რუისი - ხესე

დღევანდელ ბლოგში მინდა წარმოგიდგინოთ, მადრდის "რეალის" ესპანელი შემტევის ხესე როდრიგეს რუსის, ანუ ცნობილი როგორც ,,ხესეს'' ბიოგრაფიული მონახაზი.


ხესე როდრიგეს რუისი - ,,ხესე'' - დაიბადა 1993 წლის 26 თებერვალს ლას პალმაში (ესპანეთი, დე გრან კანარიაში). ეროვნებით ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად მადრიდის "რეალის" რიგებში ირიცხება.

10 წლის ასაკში(2003 წელში) ირიცხებოდა ,,ელ პილარის" შემდგენლობაში. 2005 წელს ესპანელი ,,ურაკანის" საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა, ხოლო 2007 წელს მან ,,ლას პალმასი" დატოვა და მადრიდში გადაბარგდა.

საკლუბო კარიერა - მადრიდის "რეალი" ბ - ,,კასტილია''

ხესე როდრიგეს რუისი - ხესე


2011 წლის 16 იანვარს ესპანელი შემტევის დებიუტი შედგა კასტილიელთა რიგებში. ("კასტილია" 5-0"უნივერიდად ლას პალმასი"). აღნიშნულ შეხვედრაში ხესე დუბლით გამოირჩა. 2012/2013 წლის სეზონში ნიჭიერმა ეპსანელმა სეგუნდა დივიზიონში 22 გოლის გატანა მოახერხა და ემილიო ბუტრაგენიოს რეკორდი დაამხო, რომლის ანგარიშზეც 21 გოლი გახლდათ 1983/1984 წლებში.

მადრიდის "რეალი"

ხესე როდრიგეს რუისი - ხესე


2011 წლის ივნისში მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ესპანელ ფეხბურთელს ზაფხულის მოსამზადებულ ტურნეში იხმო. ხესე როდრიგესის დებიუტი სამეფო კლუბში "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" დაპირისპირებაში შედგა. შეხვედრის 64' წუთზე ხოსე კალეხონის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა.

3 აგვისტოს სამეფო კლუბი "გუაჩოუ ევერანდს" დაუპირისპირდება. შეცვლიდან 20 წამის შემოსულმა ხესემ თავისი პირველი გოლი გაიტანა "ბლანკოსის" რიგებში არაოფიციალურ შეხვედრაში.

ამავე წლის 7 დეკემბერს, ჟოზემ ჩემიპონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ შეხვედრაში ესპანელი ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა ხესემ სათადარიგო სკამზე გაატარა.

13 დეკემბერს, "კოპა დელ რეის" მატჩი გაიმართა, სადაც მადრიდის "რეალი" "პონფერადინას" შეერკინა და 2-0 დაამარცხა. ხესე როდრიგესმა კრიშტიანუ შეცვალა და თავისი პირველი დებიუტიც ოფიციალურ შეხვედრაში გაიფორმა.

2012 წლის 24 მარტს, "ლა ლიგაში" "ბლაკოსმა" საკუთარ კედლებში "სოსიედადს" დაუპირისპირდა და 5-1 გაანადგურა. ეს შეხვედრა იმით გამოირჩა, შეცვლაზე შემოსულმა ხესემ პრიმერაში პირველი შეხვედრა ჩაატარა.

სატრანსფერო ციებ-ცხელების დროს 2013 წლის ივნისში ნიჭიერმა ესპანელმა გუნდში დარჩენა არჩია და მადრიდის "რეალთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ხესე როდრიგეს რუისმა პირველი გოლი პრიმერაში 26 ოქტომბერს "ბარსელონასთან" შეხვედრაში გაიტანა.



ასევე მინდა ავღნიშნო, 2013 წლის ბოლო მატჩში "ღამურების" წინააღდეგ ხესეს გატანილი გამარჯვების გოლი.



ახალგაზრდული სანაკრებო კარიერა

ხესე როდრიგეს რუისი - ხესე


როგორც ვიცით, ხესე როდრიგესი ესპანეთის 16, 17, 18 და 19 წლამდე ნაკრებში ირიცხებოდა. ამჯამად კი ის 21 წლამდე ესპანელთა ნაკრებში ირიცხება. როგორც მოგეხსენებათ, ესპანელი შემტევი 2012 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონია 19 წლ.

როგორც ჩანს "ბლანკოსს" ხესე როდრიგესის სახით დიდი ფორვარდი ეზრდება, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ კრიშტიანო რონალდოსთან, გარეთ ბეილთან და მათი კალიბრის ფეხბურთელებთან ერთად თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოს და მსოფლიო კლასის ფეხბურთელად იქცეს.

ჰალა ხესე, ჰალა მადრიიდ !!! dle 10.1

  • Madri
  • 4 იანვარი 2014
  • 3740
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)