ზიზუ - მოთამაშე, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მეგობარი, მრჩეველი

მას შემდეგ, რაც გუნდი ჟოზე მოურინიომ დატოვა და კარლო ანჩელოტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, ზინედინ ზიდანის როლის სამეფო კლუბში მეტისმეტად გაიზარდა...


მოგეხსენებათ, ფრანგი კარლოს თანაშემწეა, თუმცა იტალიელს სხვა თანაშემწეც ჰყავს, რომელიც სწორედ იმ ფუნქციებს ითავსებს, რომელსაც დამხმარე მწვრთნელი უნდა ითავსებდეს, ზიდანი კი გაცილებით სხვა ფუნქციებით არის დაკავებული.

ფრანგი ლეგენდა ვარჯიშებზე უდიდეს როლს თამაშობს, იგი თითოეულ ფეხბურთელს განვითარებაში ეხმარება, ცდილობს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფეხბურთელთა მხარდაჭერას და მოედანზე მისი მითითებებით მეთორმეტე მოთამაშის როლს ასრულებს.

ზინედინი უკვე უამრავი მოთამაშის წარმატების გასაღებად იქცა, მან არაერთხელ გამოიყვანა ურთულესი მდგომარეობიდან კარიმ ბენზემა, ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა რაფაელ ვარანიც უმაღლესი კლასის მცველად ჩამოყალიბებაში. ზიზუს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდების პროგრესირებაში - ისკო, ილიარამენდი, ხესე, მორატა და ნაჩო მას ყოველთვის ღიად უცხადებენ მადლობას.

მოკლედ და კონკრეტულად იტალიელ სპეციალისტს ფრანგი ლეგენდის სახით უდიდესი დამხმარე ჰყავს, რომელიც ფეხბურთელებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ზიზუ მადრიდში უკვე შერაცხეს წარმატების გარანტად. dle 10.1

  • Hala
  • 3 იანვარი 2014
  • 2423
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)