ალონსო იუვენტუსში?

Sky Italia-ს ინფორმაციით ჩაბი ალონსომ გეზი შესაძლოა ტურინისკენ აიღოს და ადგილობრივი იუვენტუსის ფორმა მოირგოს...


მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა და თავად ბასკი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან, აქედან გამომდინარე სულ რაღაც 6 თვეში ნახევარმცველის გუნდის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს, რაც არაფრის დიდებით არ აწყობს პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომელიც ფიქრობს, რომ არც ისე ახალგაზრდა ჩაბი მინიმუმ 20 მილიონი ევრო ღირს.

გავრცელებული ინფორმაციით ჩაბიმ გუნდი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს და იტალიის სერია ა-ს მიაშუროს, სადაც მას იუვენტუსი ეპატიჟება.

ასევე ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ბებერი ქალბატონი ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ დამაკმაყოფილებელ თანხას იხდის, თუმცა რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

თუკი ახალ კონტრაქტზე შეთანხმება დროულად ვერ მოხდა, პერესი ტაქტიკურად სწორი ნაბიჯისგან თავს არ შეიკავებს, რადგან იგი კარგად აცნობიერებს, რომ ბასკის გაშვება უფასოდ მოუწევს, აქედან გამომდინარე მისთვის და სამეფო კლუბის ბიუჯეტისთვის გაცილებით უფრო მომგებიანი ნახევარმცველის წასვლა დაგეგმილზე 6 თვით ადრე უფრო სარფიანი იქნება.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ სამეფო კლუბს ნახევარდაცვის ცენტრში არაერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, თუმცა ჩაბის შემცვლელად მაინც ასიერ ილიარამენდი სახელდება, რომელიც ნელ-ნელა ჯდება მადრიდულ ტემპში. dle 10.1

  • Hala
  • 1 იანვარი 2014
  • 2600
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)