იკერი მაინც წავა?

იკერის მადრიდული მომავალი სეზონის მეორე ნაწილზეა დამოკიდებული.


რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში კასილიასმა დასძინა, რომ „„რეალი“ მისი სახლია და წასვლაზე არ ფიქრობს,“ თუმცა „ას“-ის ინფორმაციით, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ზაფხულში კაპიტანი დაგვტოვებს.

ბუნებრივია, გასაკვირი არაფერი იქნება, რამეთუ მსოფლიოს დონის კიპერისათვის, სეზონის განმავლობაში მწვანე მინდორზე, მაქსიმუმ 22-ჯერ გასვლა (ნაგულისხმევია ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის ფინალურ მატჩებშიც ასპარეზობა), არადამაკმაყოფილებელია.

32 წლის კარის დარაჯის შესაძლებლობებით, 2 ინგლისური კლუბია დაინტერესებული.პრემიერ ლიგის ბინადართათვის საკმარისია იკერის ერთი სიტყვა წასვლასთან დაკავშირებით და მყისვე სატრანსფერო ომი გაჩაღდება.„სიტი“ და „არსენალი“ მეკარეების არასტაბილურობით იტანჯებიან, აქედან გამომდინარე, მათთვის იკერით გაძლიერება მეტია, ვიდრე რიგითი ტრანსფერი.გავრცელებული ინფორმაციით, „მეთოფეების“ არჩევის შემთხვევაში, ვენგერი კაპიტნობასაც პირდებას მას.

თავის მხრივ, „რეალის“ ხელმძღვანელობას არ უნდა, რომ სათადარიგოზე მყოფ პიროვნებას, წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც 2017 წლისთვის (ამ დროს ეწურება მის კონტრაქტს ვადა) 42 მლნ. გახდება.კლუბში ახსოვთ კაკას შემთხვევა.ეს უკანასკნელი არაფერში ასტრონომიულ გასამრჯელოს იღებდა.

და ბოლოს, სტატისტიკა უკეთეს მომავალზე მეტყველებს.სეზონის პირველ ნაწილში, იკერი ყოველ 161 წუთში უშვებდა გოლს, ხოლო ლოპესი კი ყოვე 72 წუთში. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)