ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვებები

ის, რომ ანჩელოტის ფორმაციის „რეალი,“ ბოლომდე ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა, სეზონის პირველი ნახევრიდანაც გამოჩნდა.


პრიმერა დივიზიონის 17 მატჩში, მადრიდელებმა 10-ჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა მე-80 წუთის შემდეგ.აქედან, 5 ბურთს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ „თეთრები“ ყაიმს გაექცნენ და გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი რთული 3 ქულა, „ბლანკოსმა“ ლა ლიგის 1-ელ ტურში მოიპოვა.86-ე წუთისთვის, „ბერნაბეუს“ ტაბლოზე 1-1 ფიქსირდებოდა, თუმცა ისკომ პრობლემა გადაჭრა და სეზონიც წარმატებულად დაიწყო.

ამას მოყვა მე-6 ტურის დაპირისპირება „მარტინეს ვალეროზე.“სტუმრები 90 წუთის განმავლობაში დამაჯერებლად იგებდნენ მინიმალური ანგარიშით (0-1).მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მასპინძლებს გოლს, რონალდუც პენალტიც დაემატა, რისი წყალობითაც 1-2 მოიგეს მადრიდელებმა.

ალბათ, ჯერჯერობით სეზონის ყველაზე დრამატული ორთაბრძოლა „სიუდად ვალენსიაზე“ შედგა, სადაც ადგილობრივი „ლევანტე,“ 86-ე წუთზე წინ გავიდა (2-1), თუმცა ამით არაფერი დასრულებულა.ანჩელოტის შეგირდებმა ძალები მოიკრიბეს და საბოლოოდ, მორატასა (90 წუთზე) და რონალდუს (93) ბურთებით, მნიშვნელოვანი ქულები ჩაიტანეს დედაქალაქში.

და ბოლოს, „რეალმა“ „მესტალიაზეც“ არ დაკარგა ქულები.თითქოს ყველაფერი ყაიმისკენ მიდიოდა, თუმცა ხესემ შეაგდო გამარჯვების გოლი.

რაც შეეხება დანარჩენ 5 გოლს (მე-80 წუთის შემდეგ), სამეფო კლუბმა „მალაგას,“ „ბარსელონას,“ „ალმერიას,“ „ვალიადოლიდისა“ და „ხეტაფეს“ კარში გაიტანა.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)