მადრიდელთა მძღოლის ინტერვიუ

ფერნანდო მანსონი, სამეფო კლუბის ავტობუსის საჭესთან 13 წელი იჯდა.„რეალის“ ღირსეულმა წევრმა, რომელსაც იკერმა „შენელებული“ შეარქვა, რამდენიმე კვირის წინ დაასრულა მადრიდული კარიერა.გამოცემა „მარკამ“ ინტერვიუ ჩაწერა, აწ უკვე ყოფილ მძღოლთან.


- პრობლემა პოლიციელებთან, რომლებიც „ატლეტიკოს“ ქომაგობდნენ...
- საუკუნის დასაწყისში, როდესაც გუნდს დელ ბოსკე წვრთნიდა, ფეხბურთელები აეროპორტში მიმყავდა.საცობიდან გამომდინარე, მოძრაობის წესების დარღვევა მომიხდა, რაც მყისვე შენიშნეს პოლიციელებმა და გაგვაჩერეს.სამართალდამცავებს ვუთხარი, რომ კოლექტივს დავტოვებდი აეროპორტში და უკან დავბრუნდებოდი საბუთების წარმოსადგენად, თუმცა მტკიცე უარი მივიღე.მათთან სათათბიროდ, „ულვაშა,“ იერო და ფიგუ გადმოვიდნენ, მაგრამ ამანაც არ გაჭრა.მთელი ავტობუსი ყვიროდა, ალბათ „ატლეტიკოს“ ფანი პოლიციელები შეგვხვდაო.საბოლოოდ, მხოლოდ ჯარიმის გამოწერის შემდეგ გაგვიშვეს.

- „ფერნანდო, არ იჩქარო!“
- მძიმე მეტეროლოგიური პირობების გამო, მადრიდელები სანტანდერიდან თვითმფრინავით ვერ გამოეგზავრნენ და აქედან გამომდინარე, მე მომიწია მათი წამოყვანა.გზაზე ხილვადობა ძალიან ჭირდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მოძრაობა.ამ დროს ვისენტე მოვიდა ჩემთან და მითხრა - „შვილო, ნუ იჩქარებ.“თუმცა ამ აზრზე არ იყო მისი თანაშემწე (ტონი გრანდე), რომელმაც სისწრაფისკენ მომიწოდა.ის ხშირად მეხუმრებოდა.

- მადრიდიდან გლაზგომდე და შემდეგ უკან.ჯამში 11 ათასი კილომეტრი...
- სამსახურის დაწყებიდან პირველი 8 წლის განმავლობაში, მთელს ევროპაში მიწევდა ავტობუსით მოგზაურობა.გამონაკლისი მხოლოდ მოსკოვი იყო.ყველაზე დიდი გზა კი, 2002-ში გლაზგოში მქონდა.შოტლანდიაში ჩასვლასა და მადრიდში დაბრუნებაში, 11 ათასი კილომეტრი დავფარე.იქედან 2 დღის შემდეგ დავბრუნდი და პირდაპირ „სიბელესისკენ“ გავეშურე, სადაც ავტომობილის პარკირებისათვის, შადრევანისთვის 2 წრის დარტყმა მომიწია.გახარებული ქომაგები მისიგნალებდნენ და მილოცავდნენ.

- პელეგრინისთან შეხვედრა...
- როდესაც მანუელმა „რეალის“ რიგები დატოვა და შემდეგ უკვე სტუმრის რანგში მოუწია „ბერნაბეუზე“ დაბრუნება, მის თანაშემწეს მოკითხვა დავაბარე ჩილელთან.აღსანიშნავია, რომ 5 წუთის შემდეგ, თავად მანუელი მოვიდა ჩემთან და გადამეხვია.ის დიდებული ადამიანია.

- საჩუქარი მოურინიოსგან...
- მადრიდში მუშაობის პირველ სეზონში, მოურინიოს კონფლიქტი მოუვიდა პრესიადოსთან.„სპორტინგთან“ მატჩის დასრულების შემდეგ, მანოლოსთან მივედი და გავესაუბრე, რამეთუ დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა მასთან.როდესაც გუნდი ავტობუსში დაბრუნდა, ჟოზემ მითხრა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო, რამეთუ ხელი მის მტერს ჩამოვართი.რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ძალიან დამწყვიტა გული, თუმცა აეროპორტში მისვლისთანავე, პორტუგალიელი მოვიდა, ბოდიში მომიხადა, გადამეხვია და პატარა საჩუქარიც გამიკეთა.

- მუსიკა ავტობუსში...
- თავდაპირველად, ფეხბურთელების მუსიკალურ განწყობაზე მე ვზრუნავდი.ძირითადად Kiss FM-ს ვუსმენდით და სხვადასხვა დისკებს ვრთავდი, თუმცა დროთა განმავლობაში, აღნიშნული პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა იკისრეს.ისინი თანამედროვე მუსიკას ანიჭებენ უპირატესობაც.ასეთ რაღაცებში ნაკლებად ერთვებიან მწვრთნელები, თუმცა ცუდად თამაშის ან წაგების შემდეგ, მოურინიო მაგნიტოფონის ჩართვის უფლებას არ გვაძლევდა.

- კანტერანოსები ავტობუსში...
- ყველას თავისი სავარძელი აქვს და არავინ ჯდება სხვის ადგილზე, თუმცა შეცდომებიც ხშირად მოსდით.ძირითადად კანტერანოებს ერევათ ადგილები.ერთხელ, არ მახსოვს კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი იყო, რაულის სავარძელზე დაჯდა, რა დროსაც მეორემ უთხრა, რომ ამდგარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა.როდესაც ლოპესი დაბრუნდა კლუბში, მან მყისვე მკითხა სად დამჯდარიყო.ის შესანიშნავი პიროვნებაა.

- მზესუმზირა ბექემისთვის...
- დევიდი, მე და კლუბის კიდევ ერთ თანამშრომელს, მზესუმზირის ყიდვას გვავალებდა.რა თქმა უნდა, ჩვენც ვყიდულობდით, თუმცა ფულს არასოდეს გვაძლევდა (იცინის).ერთხელ, მის სავარძელზე 5 ევრო ვიპოვე და შევხვდი თუ არა, გადავეცი, რისთვისაც მადლობა გადამიხადა.

- სამარისებული დუმილი „ბორუსიასთან“ მატჩის წინ...
- არასოდეს დამავიწყდება „ბორუსიასთან“ მატჩისწინა პერიოდი.ძირითადად, კასტელიანოს ქუჩიდან „ბერნაბეუმდე,“ 5 წუთი მჭირდება, თუმცა იმ დღეს იმდენი ქომაგი გამოვიდა ქუჩაში, რომ 20 წუთი მოვანდომე მგზავრობას.გულშემატკივრები სხვადასხვა შეძახილებითა და სიმღერით ამხნევებდნენ ფეხბურთელებს.ბიჭებმა მთხოვეს, მუსიკა გამომერთო და ავტობუსშიც სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.ყველანი გაოცებულნი იყვნენ ატმოსფეროთი.მოურნიომ თქვა, რომ მსგავს რაღაცას პირველად უყურებდა.

- საფულეები, ტელეფონები და დრენტეს საყურე...
- ავტობუსში სხვადასხვა პირადი ნივთების დატოვება ჩვეულებრივი მოვლენაა.ერთხელაც, საყურე ვიპოვე.როგორც შემდეგ გაირკვა, მისი მფლობელი დრენტე იყო.ეს უკანასკნელი ყველგან ეძებდა მას.გონებაგაფანტულობით, ელგერა და სელადესი გამოირჩეოდნენ.

- არეულობები...
- მახსოვს, როდესაც „ლა-კორუნიის“ სტადიონს ვუახლოვდებოდით, ადგილობრივ ტიფოზებმა ჯერ ქვები დაგვიშინეს, რასაც 4 ფანჯრის გატეხვა მოყვა, ხოლო შემდეგ მაშხალი შემოგვიგდეს.რამდენიმე ფეხბურთელი იატაკზეც კი იჯდა.ინციდენტს ჰქონდა ადგილი სევილიაშიც, სადაც ბექემის მიმართულებით გამოსროლილი ბილიარდის ბურთი ავტობუსმა აისხლიტა და მე მომხვდა.

- რონალდუს ადამიანური თვისებები...
- ვინს კრიშტიანუს აკრიტიკებს, ვურჩევდი ახლოს გაიცნონ ის და შემდეგ ნამდვილად აღარ გაუჩნდებათ ამის სურვილი.ის ბრწყინვალე ადამიანია, რომელიც ყოველთვის შეუსაბამო კრიტიკის ობიექტი ხდება.

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)