გამორჩეული მოსწავლე

ზაფხულში, „რეალის“ სამწვრთნელიო შტაბში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან ერთად, შეიცვალა მოდრიჩის როლიც.


ხორვატის გამადრიდელება მოურინიოს ერაში მოხდა, თუმცა პორტუგალიელი დამრიგებლის გუნდში, ლუკა მე-12 ფეხბურთელი იყო.გამომდინარე იქედან, რომ ალონსო, ხედირა და იოზილი შეუცვლელ მოთამაშეებად ითვლებოდნენ, ახალწვეულსაც მხოლოდ სათადარიგოდან უხდებოდა თამაშში ჩართვა.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ანჩელოტის მოსვლის შემდეგ.ამ უკანასკნელს, წარსულში არა ერთხელ აღუნიშნავს მოდრიჩის კლასი, თუმცა მხოლოდ ესპანეთში შეძლო მისი დამოძღვრვა.

პრე-სეზონიდან მოყოლებული, ლუკა იტალიელის ნდობითაა აღჭურვილი.ოფიციალური მატჩების დაწყებისთანავე, მოთამაშემ ხედირას გვერდით, ალონსოს ადგილი დაიკავა მწვანე მინდორზე, ხოლო ჩაბის დაბრუნების შემდეგ, გამთამაშებლის ფუნქციები ერგო.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან ხედირას პოზიციაც ჩინებულად შეითვისა და ამ მომენტისათვის, ბასკთან ერთად, შესანიშნავ ნახევარდაცვის ხაზს ქმნის.

ნიშანდობლივია, რომ მოდრიჩს, როგორც საყრდენს, გაცილებს ეფექტური ციფრები აქვს, ვიდრე ხედირას.ყოფილი ტოტენჰემელი, უფრო ხშირად პარავს ბურთს მოწინააღმდეგს, უფრო ხშირად აკეთებს პასს და უფრო ხშირად ურტყამს კარის მიმართულებით, ვიდრე გერმანელი, რომელსაც ტრავმის გამო დიდხნიანი არდადეგების აქვს გამოწერილი.

მიმდინარე სეზონში, ხორვატი 22-ჯერ გამოვიდა სათამაშოდ და აქედან 17 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში.მისი გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ლუკა ნებისმიერ პოზიციაზე დიდებულად ასპარეზობს.მას მხოლოდ პოზიტივი მოაქვს გუნდისათვის, რასაც კარგად ხედავს კარლიტო.

marca dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)