ფრანცისკო რომან ალარკონ სუარეს - ისკო

დღევანდელ ბლოგში მინდა წარმოგიდგინოთ, მადრდის "რეალის" ესპანელი შემტევის ფრანცისკო რომან ალარკონ სურაეს, ანუ ცნობილი როგორც ,,ისკოს'' ბიოგრაფიული მონახაზი.


ფრანცისკო რომან ალარკონ სუარეს - ისკო დაიბადა 1992 წლის 21 აპრილს ბენალმადენაში (,,ესპანეთი'' ანდალუსია). ეროვნებით ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად მადრიდის "რეალის" რიგებში ირიცხება.

საკლუბო კარიერა - ,,ვალენსია''

ფრანცისკო რომან ალარკონ სუარეს - ისკო


როგორც მოგეხსენებათ, ისკო ,,ღამურების'' კანტერას აღრზდილია. მისი დებიუტი ,,ვალენსიელთა'' რიგებში ესპანეთის თასზე შედგა. ესპანელმა თავისი დებიუტი ორი გატალი გოლით აღნიშნა ("ვალნესია'' 4-1 "ლოგრონესი"). ისკო ალარკონის პროფესიულ კარიერაში მისი დებიუტი ,,ლა ლიგაზე" "ღამურებთა" რიგებში, 2010 წელს შედგა "ხეტაფეს" წინააღმდეგ, როცა შეხვედრის 73' წუთზე ადურის შეცვალა ("ვალენსია'' 2-0 "ხეტაფე").



"მალაგა"

ფრანცისკო რომან ალარკონ სუარეს - ისკო


სატრანსფერო ციებ-ცხელების დროს 2011 წლის ივლისში 6 მილიონ ევროდ ფრანცისკო "მალაგაში" გადაბარდგდა. ახალ გუნდში მისი დებიუტი 2011 წლის 22 სექტმებერს "ბარსელონას" წინააღმდეგ შედგა. ამავე წლის 21 ნოემბერს ახალგაზრდა ნიჭიერმა ესპანელმა "რასინგთან" დაპირისპირებაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ახალ კლუბში ("რასინგი" 1-3 "მალაგა").

ევრო ტურნირებს მოკლებული ფეხბურთელი, პირველად 2012 წლის 18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრაში "ზენიტს" დაუპირისპირდა. აღნიშნულ მატჩში ისკო დუბლით გამოირჩა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მიიღო (''მალაგა" 3-0 "ზენიტი").

2012 წლის ოქტომბრის ბოლოს არაერთი ინფორმაცია გაისმა, რომ ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელის შეძენით ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე სამი კლუბი ინტერესდებოდა "სიტი", "იუვენტუსი" და "ბარსელონა". 27 ოქტრომბერს "მალაგას" ხელმძღვანელები მზად იყვენენ ისკოსთვის კონტრაქტის განახგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაეწყო. ახალი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 1,5 მლნ ევროს შედაგენდა და ის 2018 წლამდე კლუბის ღირსებას დაიცავდა.

6 ნოებერს, ჩემპონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "მალაგა" იტალიურ "მილანს" დაუპირისპირდა და გამარჯვების შემთხვევაში 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებდა. აღნიშნულ მატჩში ისკოს გადაცემით ელიზეუმ გოლი გაიტანა და კლუბი პრიველად ისტორიაში შემდეგ სტადიაზე გავიდა.

13 ნოემბერს ესპანეთის საფეხბურთო ლიგის გადაწყვეტილებით, ისკომ "წლის აღმოჩენა - 2012"-ის ჯილდო მიიღო.

2012 წლის ბოლოს, ისკომ "Golden Boy"-ს ტიტული მოიპოვა. 22 დეკემბერს მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებაში ესპანელის გატანილი გოლით "მალაგას" სამი ქულა მოაპოვებინა და 29 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შედგა სამეფო კლუბის დამარცხება.

2013 წლის 13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში "პორტუს" წინააღმდეგ, ისკოს ულამაზესი გოლის შედეგად "მალაგამ" 1/4 ფინალური სტადიის საზგური მოიპოვა.

"მალაგას" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, "22" ნომერს რომელსაც ფრანცისკო ატარებდა , მისი შესაძლო წასვლის შემთხვევაში აღნიშნულ ნომერს ვეღარავინ მოირგებს.




მადრიდის "რეალი"

ფრანცისკო რომან ალარკონ სუარეს - ისკო


2013 წლის 27 ივნისს სამეფო კლუბმა, ისკო ალარკონი 30 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელის პრეზენტაცია 3 ივლისს შედგა. ესპანელმა "ბლაკოსთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "23" ნომერი მოირგო.

"თეთრების" რიგებში მისი დებიუტი 18 აგვოსტოს "ბეტისის" წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში ნიჭიერმა ესპანელმა ამჯერადაც გამოიჩინა თავი გატანილი გოლით.

17 სექტებერს ჩემპიონთა ლიგაზე სტამბულში გამართულ შეხვედრაში, "თეთრების" 23-იანმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა ("გალათასარაი" 1-6 მადრიდის "რეალი").



ახალგაზრდული სანაკრებო კარიერა

ფრანცისკო რომან ალარკონ სუარეს - ისკო


ესპანელმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემიონატში უ17-ში მიიღო მონაწილება. ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ფრანცისკომ ამ ტურნირზე სამი გოლის გატანა მოახერხა.

2012 წელს, ისკო ნაკრებთან ერთად "ოლიპიადაზე" გაემგზავრა, რომელიც ლონდონში ტარდებოდა. ესპანელებმა ვერ მოახერხეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა და აღნიშნნულ ტურნირს გამოეთიშნენ.

2013 წელს, ისკო ალარკონი ახალგაზრდულ ევრპოის ჩემპიონატზე 21-წლამდე მიიღო მოანაწილეობა. ჯგუფურ ეტაპის სტადიაზე ესპანელმა "ჰოლანდიელებს" გაუტანა, ხოლო 1/2 ფინალურ შეხვედრაში კი "ნორვეგიას". ფინალში ესპენელები იტალიელებს დაუპირსპირდენენ და გამარჯვება მოპოვეს. აღნიშნულ შეხვედრაშიც ნიჭიერმა ისკომ პენალტის გატანაც შეძლო.

"ესპანეთის" ეროვნული ნაკრები

ფრანცისკო რომან ალარკონ სუარეს - ისკო


2013 წლის 6 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრაში "ურუგვაისთან" ისკოს დებიუტი შედგა ეროვნული ნაკრების მაისურით.

პ.ს ესეც ჩემი მე-300 სტატია ჰალამადრიდ.გეზე! ჰალა ისკო, ჰალა მადრიიდ !!!
dle 10.1

  • Madri
  • 25 დეკემბერი 2013
  • 4214
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)