პეპე: ალბიოლს თამაშის საინტერესო სტილი აქვს

პეპე: ალბიოლს თამაშის საინტერესო სტილი აქვს


“რეალის” რადიოსთან ინტერვიუში, პეპემ კაკას პრეზენტაციასა და “სამეფო კლუბის” სხვა ახალწვეულებზე ისაუბრა.


პეპე: ალბიოლს თამაშის საინტერესო სტილი აქვს


“რეალის” რადიოსთან ინტერვიუში, პეპემ კაკას პრეზენტაციასა და “სამეფო კლუბის” სხვა ახალწვეულებზე ისაუბრა.

კაკას პრეზენტაცია

“შესანიშანვი სანახაობა გამოდგა. კაკას დიდებული დახვედრა მოუწყვეს და, ალბათ, ბრაზილიელიც მიხვდა, თუ რა გარემოში მოხვდა. ის დიდებული მოთამაშეა და ვპირდები, რომ გუნდშიც კარგ დახვედრას მოვუწყობთ.”

“პრეზენტაციით დიდად გაკვირვებული არ დავჩენილვარ, რადგან “რეალის” მსგავს დიად გუნდს სწორედ ასეთი სანახობა შეეფრება. “სამეფო კლუბის” ინჩასები ხომ ცალკე სასაუბრო თემაა. ისინი ყოველთვის ძალიან ეხმარებიან მოთამაშეებს. დარწმუნებული ვარ, კაკას შემთხვევაშიც ასე იქნება.”

“კონფედერაციის თასზე, კაკამ დიდებულად იასპარეზა. ახალი სეზონი სულ მალე იწყება და დარწმუნებული ვარ, რომ რიკი ვარჯიშებს სრული დატვირთვით შეუდგება. “რეალი” კაკას უდიდეს დახმარებას გაუწევს.“

“სხვა გუნდებს შიშის საბაბი ნამდვილად გაუჩნდათ. კაკას მსგავსად, კრისტიანოც დიდებული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, შემადგენლობა იდეალურადაა დაკომპლექტებული. ჩვენ ხომ ორი ძალიან მაღალი დონის მოთამაშე გადავიბირეთ. მათ ადაპტაცია არ გაუჭირდებათ.”

“პრეზენტაციის ყურებისას უმნიშვნელოდ ვნერვიულობდი. ”რეალში” ყოფნით ძალიან გახარებული ვარ.”

კრისტიანო რონალდო

“კრისტიანოთი აღფრთოვანებული ვარ. ის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. ხალხი კი, ხშირად მის შესახებ უაზრო ჭორებს ავრცელებს. კრისტიანო მოედნის გარეთაც შესანიშანვი ადამიანია.”

“ორივე მოთამაშემ იცის, თუ რა გუნდში გადმოვიდა. მათ რთული სამუშაო მოუწევთ იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.”
შემდეგი სეზონი
იმედი მაქვს, რომ კარგად ვიასპარეზებთ. კმაყოფილი ვარ გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლითაც, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს. მის ტაქტიკას მალევე ავუღებთ ალღოს. მცველებს ზუსტი პასებით მოგვიწევს თავდამსხმელთა მომარაგება. ნახევარმცველებს კი, ბურთის კონტროლი დაევალებათ. რაც მთავარია, კონცენტრაცია წამითაც არ უნდა დავკარგოთ.”

“მადრიდში უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან ინჩასებს ძალიან ვუყვარვარ. ახლა ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპს სრულ მზადყოფნაში შევხვდე.”

ალბიოლი

“ალბიოლი შესანიშნავი მცველია, რაც “ვალენსიასა” და ესპანეთის ნაკრებში არაერთხელ დაამტკიცა. იმედი მაქვს, რომ ადაპტაციას ისიც მალე გაივლის.”

“ალბიოლს თამაშის საინტერესო სტილი აქვს, - მას უყვარს ბურთის დიდი ხნით ფლობა და ნახევარმცველებთან ერთად თამაშზეც არ ამბობს უარს. ეს ცენტრალური მცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოკლედ, რაულს საკმარისი კვალიფიკაცია აქვს იმისთვის, რომ “რეალის” დაცვის ლიდერი გახდეს. მას აქ დიდი მომავალი ელის.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 2 ივლისი 2009
  • 4110
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)