ანჩელოტი: „დი მარია იმსახურებს მადრიდში თამაშს“

კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე წლის ბოლო თამაში შეაჯამა.


„როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი ინიშნება, ფეხბურთელები დამატებითი მოტივაციით ირჯებიან.„მესტალიაზე“ გამართული დაპირისპირება რთული გამოდგა, თუმცა თავი გავართვით.პირველი გოლის შემდეგ, ინტენსიურად აღარ ვუტევდით, თუმცა სანიმუშოა, რომ ჩემი შეგირდები 90-ე წუთამდე გამარჯვებისთვის იბრძოდნენ.“

„სეზონის პირველი ნაწილით კმაყოფილი ვარ.ვიმედოვნებ, 2014 წელს უკეთესო შედეგები გვექნება.რაც მთავარია გუნდი ბრძოლისუნარიანია და ხარისხით გამოირჩევა.“

„ვფიქრობ, 5 ქულიანი ჩამორჩენა ცოტა ნამდვილად არ არის.ვალენსიიდან წამოღებული ქულები ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.მატჩი 8 ქულიანი ჰანდიკაპით დავიწყეთ და ამის გათვალისწინებით, დიდი ზეწოლა მოდიოდა ბიჭებზე.„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ფავორიტები არიან, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“

„თამაშის სადავეებს სრულად ვაკონტროლებდით.შესაძლებელია ისკო ცოტა ინერტული გახლდათ, რამეთუ პარეხო და ორიოლი დიდ პრობლემებს უქმნიდნენ ესპანელს.“

„დი მარია იმსახურებს სამეფო კლუბში თამაშს, როგორც სხვა ფეხბურთელები, თუმცა ცხადია, ერთრდოულად ყველას გაბედნიერება არ მძალუძს.დიდ გუნდებში მსგავსი კონკურენცია ნორმალური პროცესია.“

„მართალია, რომ მეტოქის სტანდარტულების დროს მეტი ყურადღება გვმართებს, თუმცა ეს პრობლემა, მხოლოდ ბოლო 2 მატჩში დადგა დღის წესრიგში.ტრაგედია არაფერია.ვეცდებით თითოეული სათამაშო ასპექტის გაუმჯობესებას.“

„ვერ გეტყვით კრიშტიანუმ თამაშგარედან გაიტანა თუ არა.ვიდეო გამეორება არ მინახავს.“

realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)