გუარდადო : "მესტალიაზე ვალენსიას ყველა უფრთხის"

ესპანური ვალენსიის მექსიკელმა მარცხენა მცველმა, ხოსე ანდრეს გუარდადომ ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა, მისი აზრით საშინაო არენაზე ვალენსიას ყველა გუნდი უფრთხის და არც მადრიდის რეალია გამონაკლისი...


"ჩვენ სატურნირო ცხრილში არც ისე სახარბიელო სიტუაცია გვაქვს, რადგან მეათე ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მადრიდის რეალს მესტალიაზე იოლი გასეირნება გველის, საკუთარ სტადიონზე საკმაოდ დიდ შანსები გვაქვს და 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით."

"ვგონებ, ხვალინდელ შეხვედრაში გუნდებს შორის ნამდვილად არ იქნება ისეთი სხვაობა, როგორც სატურნირო ცხრილშია. ჩვენ მათ მთელი 18 ქულით ჩამოვრჩებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ 2013 წლის ბოლო შეხვედრის წარმატებით დასრულება გვსურს."

"გუნდში სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება, მეორე ნახევარში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით, ჩვენი მიზანი ჯერ კიდევ არის უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ამისათვის კი დიდი შრომაა საჭირო, რადგან პრიმერა დივიზიონი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და რამდენიმე საკმაოდ სერიოზულ გუნდს სურს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა."

"მადრიდელები საუკეთესო თერთმეტეულით ვერ შეგვერკინებიან, რადგან მათ არ ჰყავთ გარეთ ბეილი, რომელიც უდიდეს ძალას წარმოადგენს, კარლიტოს გუნდში დაცვის ხაზიც პრობლემატურია, რადგან რაფაელ ვარანს ტრავმა აქვს, პეპე კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას, ეს ყველაფერი კი ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, ვალენსიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საკუთარ მოედანზე "ბლანკოსის" დამარცხება შეძლოს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესოს." dle 10.1

  • Hala
  • 21 დეკემბერი 2013
  • 1294
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)