ბეილი მადრიდულ კარიერაზე

ინგლისურმა telegraph-მა, უელსელ შემტევთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.


„მადრიდში გადმობარგებიდან 3 კვირის განმავლობაში, სასტუმროში მიწევდა ცხოვრება, რაც სასიამოვნო არ იყო, რამეთუ ჟურნალისტები მოსვენების საშუალებას არ მაძლევდნენ.შეიძლება ითქვას, ციხეში ვიმყოფებოდი, თუმცა შემდეგ გადავედი სახლში, სადაც საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს.“

„რაც მთავარია ოჯახის წევრები და მეგობრები ჩემს გვერდით იმყოფებიან.ეს მიადვილებს ყველაფერს.“

„მადრიდელებს მტკიცედ გვჯერა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, პრიმერა დივიზიონის ტიტული ჩვენ დაგვრჩება.“

„ვერ ვიტყვი, რომ „ლა დესიმა“ გარკვეული ზეწოლაა ჩვენზე.ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მე-10 თასის მოგება, განსაკუთრებული იქნება ყველასთვის.ამიტომაც, ძალისხმევას არ დავიშურებთ არც ევროპაში და არც რომელიმე სხვა ტურნირზე.“

„ცხოვრების სტილით, ესპანეთი განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან.მაგალითად, აქ, ხალხს ღამით უყვართ ჭამა.ნელ-ნელა ყველაფერს ვეგუები, თუმცა დღის აღნიშნულ მონაკვეთში დაპურება, ჩემთვის მიუღებელია.“

„ინგლისში, თავისუფალ დროს, კალათბურთს ვადევნებდი თვალს ტელე-ეკრანის საშუალებით.მე და ლუკამ გადავწყვიტეთ, მადრიდელი კალათბურთელების საშინაო მატჩებზე სიარული.“

„თავის დროზე, მოდრიჩი, რონალდუ, ალონსო და არბელოაც პრემიერ ლიგაში გამოდიოდნენ.ვცდილობ, მათგან მაგალითი ავიღო.ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელებია არიან.“

„ბრიტანეთში თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სხვა ქვეყნის ფეხბურთზე უარს ვიტყოდი.ესპანეთში ბევრი ახალი რამ ავითვისე, რითიც კმაყოფილი ვარ.“

„რა თქმა უნდა, მუნდიალზე მოხვედრა იმედგაცრუებაა, მაგრამ არაუშავს, იმედია, სამომავლოდ შევძლებთ ოცნების ახდენას.ზაფხულში თვალს მივადევნებ საუკეთესო ნაკრებების თამაშს და პარალელურად, კონდიციების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ.“

„ვფიქრობ, ნელ-ნელა ესპანურსაც ვითვისებ.როდესაც ვარჯიშებზე მივდივარ ან უკან ვბრუნდები, თანაგუნდელებს ადგილობრივ ენაზე მივმართავ და მათი საუბარიც მესმის..კარგი ის არის რომ, ჯერჯერობით, ლანძღვა-გინების აღმნიშვნელი სიტყვები არ ვიცი(იცინის).“

„„ელ კლასიკოში“ მონაწილეობის მიღება, არასახარბიელო პერიოდში მომიწია.მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე დავიხარჯე.ვგონებ, აღნიშნულ შეხვედრაში მეტს ვიმსახურებდით.“

„პრე-სეზონის გამოტოვების გამო, თამაშში ჩართვა გამიჭირდა, მაგრამ ეტაპობრივად ძალებს ვიკრებ.“

„ფლორენტინო დიდებული ადამიანია.ის ძალიან მეხმარება ყველაფერში.“

„რა თქმა უნდა, ზიდანის ვარჯიშებზე ყოფნა, ნაყოფიერია ყველასათვის.ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)