მილანი კოენტრაოში 15 მილიონს ჩამოდის

მოგეხსენებათ, იტალიური მილანი ფაბიო კოენტრაოს პერსონით არის დაინტერესებული და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს...


პორტუგალიელი მცველის მადრიდული მომავალი ბურუსით არის მოცული, მას ჟოზე მოურინიოს მსგავსად არც კარლიტო ანჩელოტი სწყალობს, რომელიც უპირატესობას მარსელო ვიეირას ანიჭებს და არც ისე უსაფუძვლოდ, ბრაზილიელი გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე პორტუგალიელი.

მილანელთა ხელმძღვანელობა მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ "როსონერის" ბიუჯეტიდან მხოლოდ 15 მილიონი ევროს გამოყოფა არის შესაძლებელი კოენტრაოს სანაცვლოდ, რადგან შავ-წითლებს ფინანსურად არც ისე კარგი სიტუაცია აქვთ და ტრანსფერებში ასტრონომიული თანხების დახარჯვა არ არის მიზანშეწონილი.

აღსანიშნავია, რომ ფლორენტინო პერესმა ბენფიკას ფაბიოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადა, მას შემდეგ რამდენიმე წელიწადი გავიდა, მართალია ფაბიო მუდმივად ვერ ხვდებოდა სასტარტოში, თუმცა მას კარიერული უკუსვლა ნამდვილად არ განუცდია, რადგან გაცილებით უფრო მაღალი რანგის მატჩებში მოუწია მონაწილეობა, ვიდრე ამას ბენფიკაში ახერხებდა, აქედან გამომდინარე რამდენად დათანხმდება ესპანელი ბიზნესმენი ნახევარ ფასში გაცილებით უფრო გამოცდილი ფეხბურთელის გაყიდვას მეორე საკითხია. dle 10.1

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2013
  • 1734
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)