უელსელი "მეფე" მესტალიაზე "რეალს" გააძლიერებს

მოგეხსენებათ, გარეთ ბეილს მარცხენა ფეხის კუნთზე მცირე ტრავმა ჰქონდა, რამაც მას ვარჯიშის საშუალება რამდენიმე დღის მანძილზე არ მისცა, უელსელმა ასევე გამოტოვა შეხვედრა, რომელიც ხატივას ოლიმპიკის წინააღმდეგ გაიმართა და "ბლანკოსმა" 2-0 იმარჯვა...


მესტალიაზე კარლო ანჩელოტის გუნდი საბრძოლო შემადგენლობით უნდა გავიდეს მოედანზე. დღეის ინფორმაციით გარეთ ბეილი სრულიად ჯანმრთელია და იგი 100%-იანი დატვირთვით ვარჯიშობს და "ღამურებთან" მათსავე მოედანზე სათამაშოდ მზად არის. იტალიელი სპეციალისტი ექიმების ბოლო დასკვნას ელოდება, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ბეილს არაფერი სჭირს იმისა, რომ თამაშისგან თავი შეიკავოს.

იმ შემთხვევაში თუ გარეთმა სასტარტოში ვერ შეძლო გამოსვლა და კარლომ თავი დაიზღვია, თერთმეტეულში არგენტინელი დი მარია მოხვდება, რომელმაც პამპლონის ოსასუნასთან ამაზრზენი თამაშის შემდეგ ხატივას ოლიმპიკს გოლიც კი გაუტანა და მადრიდელთა გულები მოიგო, თუმცა პირველივე წუთებიდან ანხელს ნაკლებად ელოდებიან, რადგან მწვრთნელს კრიშტიანო-გარეთის დუეტი სურს ფლანგებზე.

იტალიელი სპეციალისტი ვალენსიასთან შეხვედრას არ უფრთხის, მაგრამ ძალიან სურს რომ მოედანზე საუკეთესო კოლექტივი გაიყვანოს. გუნდში ბურნდება კრიშტიანო რონალდო, რომელსაც მცირე დაზიანება ჰქონდა მიღებული, თუმცა საგანგაშო არაფერი იყო და მანდ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშის შემდეგ საკუთარი თავი მწყობრში ჩააყენა, ასევე სასტარტოში იქნება კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელიც ბასკებთან შეხვედრისას იქნა ორჯერ გაფრთხილებული და შემდეგ გაძევებული, თუმცა პირველი ყვითელი გუნდმა გაასაჩივრა და დამაკმაყოფილებელი პასუხიც მიიღო, სწორედ ამის ხარჯზე ესპანეთის ნაკრების მცველი მესტალიაზე იასპარეზებს.

კარლიტოს ვარანი კვლავ არ ეყოლება, არ იქნება პორტუგალიელი გამოცდილი მცველი კეპლერ პეპე, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს და შეხვედრის გამოტოვება უწევს, მას ახალგაზრდა ნაჩო ჩაანაცვლებს, რომლისაც მთავარ მწვრთნელს ძალიან ეიმედება.

რაც შეეხება წინა ხაზს, ალვარო მორატამ ხატივას ოლიმპიკთან საკმაოდ სუსტად ითამაშა, აქედან გამომდინარე სასტარტოში კარიმ ბენზემას ელოდებიან, რომელმაც დასვენებაც მოასწრო.

გუნდის დირიჟორი ისე როგორც გასულ მატჩებში ისკო ალარკონი იქნება, ახალგაზრდა ესპანელმა მცირე ჩავარდნის შემდეგ ყველას დაუმტკიცა, რომ სასტარტოში თამაშის ღირსი გახლავთ. dle 10.1

  • Hala
  • 20 დეკემბერი 2013
  • 1754
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)