ევროკომისია განცხადებას ავრცელებს

ევროკომისა ესპანურ კლუბებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ


ევროკომისიამ გახსნა სამი განსხვავებული საქმე კონკრეტული ესაპნური საფეხბურთო კლუბების მისამართით საჯარო სექტორის მხრიდან გაწეული დახმარებების შესაბამისობაზე ევროკავშირის სამთავრობო ფინანსირების წესებთან. არცერთი ეს ქმედება არ იყო ცნობილი კომისიისთვის, რომელიც შემდგომში შეშფოთებული მოქალაქეების მიერ იქნა ინფორმირებული. კომისია შიშობს, რომ ამგვარმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს დახმარების მიმღები კლუბების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება იმ კლუბებთან მიმართებაში, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა არ აქვთ. დაწყებული გამოძიება საშუალებას მისცემს ესპანეთს და მესამე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას ძიების პრგააკეთონ თავიანთი განცხადებები და გამოთქვან თავიანთი შენიშვნები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული შენიშვნები გავლენას არ იქონიებს გამოძიების შედეგებზე.

კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხს აგებს კონკურენციის პოლიტიკაზე, ხოაკინ ალმუნია აცხადებს: "პროფესიონალურმა საფეხბურთო კლუბებმა თავიანთი საექსპლუატაციო დანახარჯები და ინვესტიციები უნდა დააფინანსონ ჭკვიანური ფინანსური მენეჯმენტით და არა გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და საჯარო პირები უნდა იცავდნენ ევროკავშირის წესებს სახელწიფო დახმარების აღმოჩენისას, როგორც ამ საქმეში ისევე ნებისმიერ ეკონომიკურ სექტორში."

კომისია პირველ რიგში გამოიძებს საგადასახადო უპირატესობებს, რომლებიც ქონდათ შემდეგ საფეხბურთო კლუბების: "მადრიდის რეალის", "ბარსელონას", "ბილბაოს ატლეტიკის" და "ოსასუნას". მეორე საქმეში კომისია გამოიძიებს ბოლო დროს ფართოდ გახმაურებულ მიწის გადაცემის საკითხს ქალაქ მადრიდსა და საფეხბურთო კლუბ "მადრიდის რეალს" შორის და ხომ არ ქონდა საქმე სახელმწიფოს მხრიდან კლუბის მისამართით განხორციელებულ დახმარებას. ბოლოს, გამოძიებულ იქნება შეესაბამებოდა თუ არა ევროკომისიის წესებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაწევის შესახებ სახელწიფოს მფლობელობაში არსებული ვალენსიის საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული გარანტიები სესხზე, რომელიც შემდგომში გამოყენებულ იქნა სამი ვალენსიური კლუბის "ვალენსიის", "ჰერკულესის" და "ელჩეს" დაფინანსებისთვის, მაშინ როცა ეს კლუბები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

სამივე საკითხი დაფინანსებული იყო სახელმწიფო რესურსებით და უპირატეს მდგოამრეობაში აყენებს კონკრეტულ კლუბებს, რომლებიც გამორჩევიან თავიანთი ევროკავშირის შიდა ბაზარზე. აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ წევრი ქვეყნების სავაჭრო და კონკურენტულ საკითხებზე. ასეთი დახმარებები შეიძლება ატარებდნენ ლეგალურ ხასიათს მაშინ, როცა არ ემსახურება შიდა ბაზარზე რომელიმე მოთამაშის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. ამ მხრივ, ესპანეთს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია.

გამოძიების საკითხები:

კომისია აპირებს გამოიძიოს შემდეგი საკითხები:

ს.კ. "ვალენსია" - გამოძიება ეხება 2009, 2010 და 2013 წლებს.

2009: სახელმწიფო გარანტია, რომელიც გასცა ვალენსიის საფინანსო ინსტიტუტმა Bankia-ს 75 მლნ. ევროს ღირებულების საბანკო სესხზე იმისთის, რომ დაეფინანსებინა საფეხბურთო კლუბი "ვალენსია" და რომელიც დაფინანსებულ იქნა აქციების გარკვეული ნაწილის შეძენით ფონდ ვალენსიას მიერ.

2010 და 2013 წლები: ვალენსიის ფინანსურმა ინსტიტუტმა ვალენსიის საფეხბურთო კლუბის ფონდს გაუზარდა საგარანტიო თანხა ჯერ 6 მლნ. ევროთი, შემდეგ კი 5 მლნ. ევროთი, იმისთვის რომ დაეფარათ გაზრდილი კაპიტალი, პროცენტები და ხარჯები, რომელსაც არ იხდიდნენ ს.კ."ვალენსიასთვის" ადრე გაცემული გარანტიიდან.

ს.კ. "ჰეკრულესი" - გამოძიება ეხება 2010 წელს.

2010: სახელმწიფო გარანტია, რომელიც გასცა ვალენსიის ფინანსურმა ინსტიტუტმა Caja de Ahorros del Mediterraneo-დან აღებულ 18 მლნ. ევროს ღირებულების საბანკო სესხზე ფონდ Hercules de Alicante-ზე, გამოყენებულ იქნა აღნიშნული ფონდის მიერ ს.კ. "ჰერკულესის" აქციების შეძენისთვის.

ს.კ. "ელჩე" - საქმე ეხება 2013 წელს

2013: სახელმწიფო გარანტია, რომელიც გაცემულ იქნა ვალენსიის საფინანსო ინსტიტუტმა საერთო ჯამში 14 მლნ. ევროს ღირებულებით ორ საბანკო სესხზე - CAM-ის საბანკო სესხზე 9 მლნ. ევროს ღირებულებით და Banco de Valencia-ის საბანკო სესხზე 5 მლნ. ევროს ღირებულებით, გამოყენებულ იქნა ფონდ Elche Club de Fútbol-ის მიერ ს.კ. "ელჩეს" აქციების შეძენისთვის.

ს.კ. "მადრიდის რეალი" - გამოძიება ეხება 2011 წელს

2011: როგორც წინასწარი გამოკვლევებიდან ჩანს, "მადრიდის რეალმა" დიდი სარგებელი მიიღო ქალაქ მადრიდთან ქონების გაცვლისგან. აღნიშნული გაცვლა ეფუძნებოდა მიწის გარკვეული ნაწილის ხელახლა გადაფასებას 22,7 მლნ. ევროდ, ნაცვლად ადრე შეფასებული 595 000 ევროსი.

ს.კ. "მადრიდის რეალი", ს.კ. "ბარსელონა", ს.კ. "ბილბაოს ატლეტიკი", ს.კ. "ოსასუნა" - გამოძიება ეხება 1990 წლიდან პერიოდს.

ს.კ. "მადრიდის რეალი", ს.კ. "ბარსელონა", ს.კ. "ბილბაოს ატლეტიკი", ს.კ. "ოსასუნა" კორპორატიულ დაბეგვრის წესს-ეს ოთხი კლუბი განთავისუფლებულია ჩვეულებრივი კლუბების წინაშე არსებული მოთხოვნებისგან რომ მოახდინონ კონვენტირება სპორტულ შეზღუდულ კომპანიებად. ამ შეღავათის უპირატესობა არის ის, რომ ეს კლუბები იბეგრებიან , როგორც კორპორაციები 25%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 30%-ისა, რომელიც ეკუთვნის შეზღუდულ სპორტულ კომპანიებს. dle 10.1

  • shvela
  • 18 დეკემბერი 2013
  • 3217
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)