ბოლო ვარჯიში ხატივასთან მატჩამდე

დღეს მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა სამეფო კლუბის ფეხბურთელები და მორიგი ვარჯიში გამართა, რომელიც დასკვნითი იყო, ხვალ ღამე კი "თეთრები" კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის იბრძოლებენ...


სამწვრთნელო სესიაში მონაწილეობას 21 ფეხბურთელი იღებდა, ისინი სხვადასხვა დავალებას ასრულებდნენ.

იკერ კასილასი, დიეგო ლოპესი, ხესუსი და ტომას მეხიასი განცალკევებით, გოლკიპერთა მწვრთნელ უილიამ ვეჩისთან ერთად ვარჯიშობდნენ.

აღსანიშნავია, რომ რომ დანარჩენ 17 მოთამაშეთა შორის გახლავთ მარსელო ვიეირა, რომელსაც მცირე დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა ბრაზილიელი მწყობრშია და 100%-ით მზად არის.

დღევანდელ ვარჯიშზე ყველაზე დიდი დრო ბურთთან ერთად ვარჯიშს დაეთმო, მადრიდელებო სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ასრულებდნენ, რომელიც ბურთთან ერთად იყო შესაძლებელი.

სესიას არ დასწრებიან ფაბიო კოენტრაო და სამი ხედირა, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან, პორტუგალიელს მალე დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო გერმანელის საქმე არც ისე კარგად გახლავთ, სავარაუდოდ ის სეზონის ბოლომდე ვერ მოახერხებს მწვანე მინდორზე გასვლას. dle 10.1

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2013
  • 1576
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)