ლევანდოვსკი : "იმედი მაქვს წინ წავიწევთ და რეალს ისევ დავამარცხებთ"

რობერტ ლევანდოვსკის განცხადებით დორტმუნდის ბორუსიას დიდი შანსი აქვს იმისა, რომ შარშანდელი მიღწევა გაიმეოროს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამოყოს თავი, მთავარი მხოლოდ მონდომება იქნება...


"კლოპი ბრწყინვალე მწვრთნელია, სწორედ მან დამარწმუნა გერმანიაში დარჩენაში, მან მითხრა, რომ დორტმუნდის ბორუსიას ჩემთან ერთად დიდი მომავალი ექნებოდა, სწორედ ამიტომ ვთქვი უარი სხვა გუნდების წინადადებებზე და სანანებელიც არ გამიხდა, ბედნიერი ვარ იმით, რომ დავრჩი დორტმუნდში და ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში მომიწევს ასპარეზობა."

"ჩვენ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს სანკტპეტერბურგის ზენიტის სახით, მაგრამ დიდ უპირატესობას ვფლობთ იმ თვალსაზრისით, რომ მეორე მატჩი გერმანიაში, ჩვენს არენაზე გაიმართება."

"დარწმუნებული ვარ ზენიტთან კარგი თამაში გამოგვივა და წინ წავიწევთ, ჩვენ აუცილებლად გვექნება იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოვხვდეთ."

"გამიხარდება თუ მადრიდის რეალი სადმე გადაგვეყრება, შარშან გულშემატკივრებს ორი დიდებული საღამო ვაჩუქეთ, დარწმუნებული ვარ თუკი "ბლანკოსს" შევხვდებით კიდევ უფრო მაღალ ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ, რადგან ჩვენ ესპანელებთან თამაშის გამოცდილება უკვე მიღებული გვაქვს." dle 10.1

  • Hala
  • 17 დეკემბერი 2013
  • 1985
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)