"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]

ხანმოკლე შესვენების შემდეგ ლა ლიგა ბრუნდება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" სანტანდერის "რასინგს" უმასპინძლებს.


რეაბილიტაცია "ალკორკონის" შემდეგ

"ალკორკონთან" განცდილი სირცხვილის შემდეგ "რეალის" ფეხბურთელები არც თუ ისე კარგ ხასიათზე გაემართნენ თავიანთ ნაკრებებში.

ის გულშემატკივრები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ "რეალი" გაიმეორებდა "ბარსელონას" გასული სეზონის მიღწევას და მოიგებდა ტრიპლეტს, მაგრამ ამაზე ფიქრს თავი მას შემდეგ დაანებეს, რაც "სამეფო კლუბმა" მარცხი განიცადა "სამეფო თასის" პირველივე რაუნდში. 254 მლნ. ევროს დახარჯვის შემდეგ, მადრიდელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ ორივე ტურნირი. იმისთვის, რათა გაამართლონ ხელმძღვანელობის იმედები, ახლა ყველაფერი მანუელ პელეგრინიზეა დამოკიდებული.

სანაკრებო შეხვედრების დროს პრესამ ყურადღება რაულის სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას და კრისტიანო რონალდოს დაბრუნებას დაუთმო. პორტუგალიელი ვერ მიიღებს მონაწილეობას "რასინგთან" მატჩში სამწვრთნელი შტაბის გადაწყვეტილებით.

ორ მატჩს "რასინგისა" და "ციურიხის" წინააღმდეგ პრესამ დაარქვა "ბარსელონასთან" თამაშთვის მზადება. "ელ კლასიკოს" წინ მადრიდელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ ამ მატჩებში გუნდი ისევე ითამაშებს, როგორც "ხეტაფეს", "მილანისა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]


ბრძოლა არაფრისთვის

ახლა "რასინგი" ლა ლიგაში მე–17 პოზიციას იკავებს. ამიტომ გუნდის ხელმძვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვა ხუან კარლოს მანდია.

ბედის ირონიით სანტანდერელთა მწვრთნელად დაინიშნა "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი და შემდგომში "კასტილიის" მწვრთნელი მიგელ ანხელ პორტუგალი, რომელმაც უნდა გამოიყვანოს "რასინგი" კრიზისიდან. პორტუგალი მატჩს უფრო დიდ ინტრიგას აძლევს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალი იყო "რეალის" მწვრთნელობის კანდიდატი, მაგრამ რამონ კალდერონმა მას ხუანდე რამოსი ამჯობინა.

სანტანდერელთა მწვრთნელის თქმით, მისი გუნდს შეუძლია "რეალის" დამარცხება "ბერნაბეუზე". "რასინგს" ექნება უდიდესი მოტივაცია.

"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]


ბოლო მატჩები:

მადრიდის "რეალი"

10 ნოემბერი "ალკორკონის" წინააღმდეგ (შინ) მოგება 1:0 ("სამეფო თასი")

7 ნოემბერი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ (სტუმრად) მოგება 3:2 (ლა ლიგა)

3 ნოემბერი "მილანის" წინააღმდეგ (სტუმრად) ფრე 1:1 (ჩემპიონთა ლიგა)

31 ოქტომბერი "ხეტაფეს" წინააღმდეგ (შინ) მოგება 2:0 (ლა ლიგა)

27 ოქტომბერი "ალკორკონის" წინააღმდეგ (სტუმრად) წაგება 4:0 ("სამეფო თასი")

"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]


"რასინგი"

11 ნოემბერი "სალამანკას" წინააღმდეგ (შინ) მოგება 4:1 ("სამეფო თასი")

8 ნოემბერი "ბილბაოს" წინააღმდეგ (შინ) წაგება 2:0 (ლა ლიგა)

1 ნოემბერი "მალიორკას" წინააღმდეგ (სტუმრად) წაგება 1:0 (ლა ლიგა)

29 ოქტომბერი "სალამანკას" წინააღმდეგ (სტუმრად) წაგება 1:0 ("სამეფო თასი")

25 ოქტომბერი "ვალენსიას" წინააღმდეგ (შინ) ფრე 1:1 (ლა ლიგა)

გუნდების სიახლეები:

"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]


მადრიდის "რეალი"

რონალდოსთან, გუტისთან, ვან ნისტელროისთან და ლასთან ერთად წითელი ბარათის გამო ვერ ითამაშებს სერხიო რამოსი. პელეგრინის მცირე საკადრო პრობლემები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ რაულ ალბიოლმა ნაკრებში მცირე ტრავმა მიიღო, მაინც შეყვანილ იქნა "რასინგთან" მატჩის განაცხადში, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ მან ძირითადში ითამაშოს. მის ადგილს ალბათ ყოფილი "რასინგის" ფეხბურთელი არგენტინელი ეზეკილ გარაი დაიკავებს.

სავარაუდო შემადგენლობა (4–2–2–2): კასილასი – არბელოა, პეპე, გარაი, მარსელო – მაჰამადუ დიარა, გაგო – გრანერო, კაკა – იგუაინი, ბენზემა

"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]


"რასინგი"

მიგელ ანხელ პორტუგალის დანაკარგები არის კრესპო და მანუელ არანა, რომელმაც ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. ახალმა მწვრთნელმა მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა ახალ გუნდში და გაუჭირდება სასტარტო შემადგენლობის შერჩევა. ამიტომ შესაძლოა მან სიურპრიზები შემოგვთავაზოს.

სავარაუდო შემადგენლობა (4–4–2): ტონიო – პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი – მუნიტისი, კოლსა, ლაჩენი, სერანო – ჩიტე, ლუის გარსია

ფეხბურთელები, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება:

"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]


კაკა – "რეალი"

ბრაზილიელი ნელ–ნელა ჩვეულ ფორმაში დგება და მალე ის ერთ–ერთი ლიდერი იქნება მადრიდელთა შემადგენლობაში.

მუნიტისი – "რასინგი"

"რეალი"–"რასინგი". [პრევიუ]


ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მუნიტისს ბევრი რამ დაეკისრება. მას მოუწევს ბევრი სამუშაოს შესრულება ფლანგებზე. ვეტერანმა ახალგაზრდებს უნდა აჩვენოს მუშაობის მაგალითი.

პროგნოზი:

"რეალი"–"რასინგი" 3:1


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 21 ნოემბერი 2009
  • 4916
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)