ვალდანო:"არ უნდა ავჩქარდეთ"

მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ არაა საჭირო აჩქარება.


ვალდანოს აზრით, სამწვრთნელო შტაბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა კრისტიანო რონალდო არ შეიყვანა "რასინგის" წინააღმდეგ მატჩის განაცხადში. რონალდო უკვე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ მას ორი თვე ტრავმა ჰქონდა. ამიტომ მისი კონდიციები იდეალურისგან შორსაა. მადრიდელთა სპორტული დირექტორის თქმით, ასეთ დროს გარისკვა არ ღირს.

ფეხბურთელმა შესაძლოა გაირთულოს ტრავმა, რომელიც იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე თვითონ ტრავმა. გუნდი კი ისევ დარჩება წამყვანი ფეხბურთელის გარეშე, რომელიც სეზონის დასაწყისში შესანიშნავად თამაშობდა. კრისტიანოს გარეშე "რეალმა" არამარტო დაკარგა თამაშის ხარისხი, არამედ შედეგსაც ვერ აღწევდა.

ისევ გაუგებრობა მოხდა პელეგრინისა და ვალდანოს შორის. ხორხე თვლის, რომ გუტი ვარჯიშობდა ამ კვირაში და შეუძლია თამაში. ვალდანომ მწვრთნელს მიანდო ქერა ნახევარმცველის ბედი. თვითონ კი განაცხადა, რომ ვიცე–კაპიტანი ტრავმირებულია.

"არ უნდა ავჩქარდეთ. ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო მეტი პრობლემები წარმოშვას. რონალდო ახლა უბრუნდება ფორმას, ამიტომ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მისთვის თამაში ჯერ ადრეა. რაც შეეხება გუტის, ის ვარჯიშობდა ამ კვირაში, მაგრამ ეს საკითხები მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს" – განაცხადა ვალდანომ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 20 ნოემბერი 2009
  • 3477
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)