რაული სათადარიგო ფეხბურთელი ხდება

მადრიდის "რეალის" კაპიტან რაულ გონსალეს ბლანკოს არ უთამაშია ძირითად შემადგენლობაში სტუმრად "მილანთან" ჩემპიონთა ლიგაზე, ლა ლიგაში "ხეტაფესთან" და "ატლეტიკოსთან" მადრიდულ დერბიში. "ელ კაპიტანო" სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი ხდება. ბოლო ხუთ შეხვედრაში რაული მხოლოდ ერთში გამოვიდა ძირითად შემადგენლობაში "ალკორკონთან" განმეორებით მატჩში, მაგრამ "ატლეტიკოსთან" თამაშის წინ მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ რაული ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ჩილელი სპეციალისტი კაკას, იგუაინსა და ბენზემას ხედავს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებად შეტევაში. ამასთან ერთად მათ კრისტიანო რონალდოც შეუერთდებათ. რაული მეორე პლანზე გადადის.


ორშაბათს საღამოს ფლორენტინო პერესი საუბრობდა ხორხე ვალდანოსთან ერთად. ეს შეხვედრა ტრადიციულია, მაგრამ ახლა პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს ბევრი ჰქონდათ სასაუბრო. მათ ისაუბრეს პელეგრინის შესახებ და სიმშვიდეზე, რომელიც უნდა შეინარჩუნონ მცირე ხანი მაინც. საუბარი იყო ასევე რაულზეც. ფლორენტინო დაინტერესდა არის თუ არა მზად რაული იმისთვის, რომ შეეგუოს ახალ როლს კლუბში. ვალდანომ კი განუცხადა, რომ "ელ კაპიტანო" ამისთვის მზად არის. მიუხედავად ამისა, არგენტინელმა იცის, რომ რაული ადვილად არ დანებდება.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 20 ნოემბერი 2009
  • 2858
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)