”ჩელსის” ახალი შეთავაზება

როგორც ჩანს, ლონდონელები სერიოზულად არიან დაინტერესებული კოენტრაუს შეძენით...


მარცხენა მცველისადმი ინტერესი განაპირობა იმან, რომ ”ჩელსიში” ამ პოზიციაზე საკმაოდ დიდი პრობლემებია. 32 წლის ეშლი კოული ტრავმირებულია და გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება. რაც შეეხება მის შემცვლელს, რაიან ბერტნარდს, ჟოზე მოურინიო მას სრულ ნდობას არ უცხადებს. უკანასკნელ შეხვედრებში პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა, მათ შორის ცენტრალური მცველებიც, თუმცა როგორც ჩანს, ამან არ გაამართლა.

სიტუაციიდან გამომდინარე, ჟოზე მოურინიო სასწრაფოდ აპირებს მარცხენა მცველის შეძენას. პორტუგალიელს ”ჩელსიში” გადასვლის დროსაც სურდა ფაბიო კოენტრაუს გადაყვანა, თუმცა მაშინ ვერ მოახერხა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი ძალებს არ დაიშურებს მის გადასაბაირებლად. ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლონდონელებმა 20 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს სამეფო კლუბს.

რაც შეეხება ფაბიო კოენტრაუს, პორტუგალიელი მცველი ამჟამად ტრავმირებულია. მან დზაიანება 19 ნოემბერს ნაკრების შეხვედრაში მიიღო. მარცხენა მცველს მიმდინარე სეზონში ისედაც ვერ ვხედავდით მოედანზე ხშირად. მას მხოლოდ 282 წუთი აქვს ნათამაშები. ცნობისთვის, ფაბიოს მადრიდის ”რეალთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)