რამოსი : "რეალში ძალიან ბედნიერი ვარ"

სერხიო რამოსმა ვალიადოლიდთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს მადრიდის რეალში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ფლორენტინო პერესს გუნდის ვიცე კაპიტანმა საკუთარი მაისური გადასცა...


"მე მადრიდის რეალში ფლორენტინო პერესმა მომიყვანა, იგი დიდებული პრეზიდენტია და ბრწყინვალედ წარმართავს გუნდის ინფრასტრუქტურას, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელშიც მას არ ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთ აზრზე ორი ადამიანი არასდროს იმყოფება, არის სიტუაციები, როდესაც ოჯახის წევრების აზრსაც არ ვეთანხმები, ასე რომ ეს ბუნებრივია და აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს."

"ბლანკოსში თავს ბედნიერად ვგრძნობ, არასდროს მისაუბრია ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით არც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვფიქრობ, რადგან მოქმედი ხელშეკრულება საკმაოდ გრძელვადიანი გახლავთ."

"მადრიდული პუბლიკა ძალიან მიყვარს, ისინი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ, ასეა ჩემ შემთხვევაშიც, მათი მხარდაჭერა არასდროს მომკლებია."

"პრესაში გავრცელებული ყველა ჭორი სისულელეა და რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს." dle 10.1

  • Hala
  • 1 დეკემბერი 2013
  • 1747
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)