"რეალი" - "ვალიადოლიდი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალმა" გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩემპიონთა ლიგაზე, გუნდი მთლიანად გადერთვება "ლა ლიგაზე. დღეს სამეფო კლუბი მეჩვიდმეტე ადგილზე მყოფ "ვალიადოლიდს" მეთხუთმეტე ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

მადრიდული გუნდი დღევანდელ მატჩს შესანიშნავ ხასიათზე ხვდება. აღსანიშნავია, რომ "მერენგებმა" უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში 20 გოლს მოუყარეს თავი, რაც ფენომენალური შედეგია. სავარაუდოდ, მადრიდელები ამ შედეგზე არ შეჩერდებიან.

როგორც ზემოთ ვახსენე, "ვალიადოლიდი" მეჩვიდმეტე პოზიციის ბინადარია. მათ 14 ტურში მხოლოდ 12 ქულა აქვთ. რაც შეეხებათ, მასპინძლებს, მადრიდელები მესამე პოზიციას 34 ქულით იკავებენ. აქედან გამომდინარე სამეფო კლუბს არამარტო დღევანდელ, არამედ მომავალ შეხვედრებშიც მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.

კარლო ანჩელოტის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება აქვს. დღეს მოედანზე ვერ ვიხილავთ კრიშტიანო რონალდოს, რომელიც გამოჯანმრთელებულია, მაგრამ ზედმეტი თავსატეხის ასაცილებლად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი დღესაც დაისვენებს. აგრეთვე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო არ ითამაშებს ალვარო არბელოაც. ჩემპიონთა ლიგაზე დასვენების შემდეგ სასტარტოში გამოჩნდება ქარიმ ბენზემა, რომელსაც უკანასკნელ 4 "ლა ლიგის" შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა ნოემბრის თვე დაუმარცხებლად ჩაატარეს. 5 მოგება და 1 ფრე. აგრეთვე ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელ 41 "ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში "მერენგებმა" 35-ში იმარჯვეს, ხოლო 3-3-ჯერ ფრედ ითამაშესდა წააგეს. გაიტანეს 105 გოლი და მიიღეს 41.

ხუან იგნასიო მარტინესის გუნდში რამდენიმე კარგი სიახლეა. გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, თუმცა დისკვალიპიკაციის გამო გუნდს ებერტი დააკლდება. "ვალიადოლიდის" საუკეთესო მეგოლე ხავი გუერა გახლავთ, რომელიც დღესაც შეეცდება თავის გამოჩენას.

რაც შეეხება გუნდების ურთიერთდაპირისპირებას, "რეალი" და "ვალიადოლიდი" 82-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. აქედან 52-ჯერ "თეთრებმა" იმარჯვეს, 16 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 14-ჯერ დამარცხდნენ. გატანილი ბურთების ბალანსი 172-92-ზეა რაღა თქმა უნდა მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)