ისკო დაბრუნდა

ისკო ნდობას იბრუნებს.


კარლო ანჩელოტი ბოლო თამაშებში გუნდს 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებს (და ასევე მეორე ტაქტიკა, სამი ფორვარდით თამაში, მაგალითად: 4-2-1-3). ეს ტაქტიკა ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელი ალარკონს ხედავს შემადგენლობაში, რომელსაც შეუძლია ბოლო პასის გაკეთება და რეალური, სახიფათო მომენტების შექმნა. ისკო აქამდე შთამბეჭდავად არ თამაშობდა, მაგრამ ბოლო მატჩებში "ალმერიასთან" და "გალათასარაისთან" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და ამ მატჩებში მან თავისი საქმე დიდებულად შეასრულა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ვილიადოლთან" მატჩში ესპანელი კვლავ მოგვევლინება ძირითად შემადგენლობაში. ბოლოს ისკო ზედიზედ სამ მატჩში არ იყო ძირითად შემადგენლობაში, "ატლეტიკთან", "ლევანტესთან" და "მალაგასთან" მატჩებში.

ისკოს ძირითად შეამდგენლობაში მოხვედრის შანში მას შემდეგ ამაღლდა, რაც სამი ხედირამ ტრავმა მიიღო. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ახლა დამაჯერებლად გამოიყურება. ბოლო ორ მატჩში ისკომ 2 გოლი გაიტანა და ყველა ვარაუდობს, რომ ნახევარმცველი "ვილიადოლთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება. ისკო ასრულებს ანჩელოტის მითითებებს, ის არა მარტო პასს აკეთებს, არამედ თავადაც იღებს მეტოქე გუნდის კარს.

როდესაც კარლო ანჩელოტი 4-3-3 ტაქტიკით ათამაშებდა გუნდს, ესპანელის ცუდი ფიზიკური ფორმის გამო მწვრთნელი ძირითადში ორ ფრონტზე ბრძოლისუნარიან ფეხბურთელებს ათამაშებდა: მოდრიჩი, ხედირა, ილიარამენდი, მაგრამ თამაშის მოდელი შეიცვალა და ახლა ისკო ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

წყარო dle 10.1

  • Ricky.
  • 30 ნოემბერი 2013
  • 2752
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (247)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)