სასტარტო შემადგენლობა ისევ იცვლება

ანჩელოტის რიგით მეთორმეტე ექსპერიმენტში "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში, მოედნის ცენტრში მოდრიჩი, ისკო და ალონსო მოგვევლინება...


მიმდინარე სეზონში, დასაწყისიდან დღემდე ანჩელოტის ბევრჯერ მოუწია ტაქტიკისა და სასტარტო თერთმეტეულის შეცვლა. ძირითადად ეს ფეხბურთელთა ტრავმებმა განაპირობა, პირველ რიგში ხაბი ალნსონსოს, ბასკის გამოჯანმრთელებისთანავე მადრიდულ ლაზარეთს საკმაოდ დიდი ხნით სამი ხედირა შეუერთდა. აქედან გამომდინარე თითქმის ყოველ შეხვედრაში მოედნის ცენტრალურ ზონაში სახეცვლილ შემადგენლობას ვხედავთ.

უკანასკნელ მატჩში, რომელიც სამეფო კლუბმა "გალათასარაისთან" გამართა, ცენტრალურ ნაწილში კაზემირო, ილიარამენდი და ისკო მოგვევლინა. ვერ ვიტყვით, რომ ამ სამეულმა ვარსკვლავები მოწყვიტა იმ მატჩში. შეხვედრის მესამოცე წუთზე მოედანზე ხაბი ალონსო გამოჩნდა, რომლის შემდეგაც ვითარება რადიკალურად შეიცვალა, 10 კაციანმა გუნდმაც კი სადავეები ხელთ იგდო და გულშემატკივარს წამითაც კი არ შეჰპარვია ეჭვი, რომ იმ შეხვედრას "ბლანკოსი" ვერ მოიგებდა. მიუხედავად ახალგაზრდა ფეხბურთელების(ილიარამენდი, კაზემირო) უდიდესი მონდომებისა და საკმაოდ კარგი გამოსვლისა, გუნდს ყველაზე საკვანძო პოზიციაზე გაცილებით გამოცდილი მოთამაშე ესაჭიროება, ეს კი სწორედ ხაბი ალონსოა. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი თურქებთან დაპირისპირებაა.

ანჩელოტის მოღვაწეობის პერიოდში მადრიდის "რეალის" ცენტრალურ ნახევარმცველთა შემადგენლობას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე ხშირად სასტრატოში ერთად ხაბი ალონსოს, სამი ხედირასა და ლუკა მოდრიჩს უთამაშიათ. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანელი ტრავმირებულია, იტალიელი სპეციალისტი გეგმავს ხედირა მოდრიჩით ჩაანაცვლოს, ხოლო გამთამაშებლის პოზიციაზე სასტარტოს მონატრებული ისკო დააბრუნოს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 10
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 5 4 1 0 13
2 რეალი 5 2 2 1 8
3 ბრიუგე 5 0 3 2 3
4 გალათასარაი 5 0 2 3 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2019 (79)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)