ანჩელოტი: "რამოსის წასვლა? მეხუმრებით?"

კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


რამოს-ფლორენტინოს შორის განხეთქილება: "პრეზიდენტს ძალიან ბევრს ვესაუბრები და რამოსის კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მას სიტყვაც არ დაცდენია. ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სერხიო ჩვენთვის, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ადამიანური და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით. არ ვიცი მათი ურთიერთობის შესახებ. პრეზიდენტს ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს."

რამოსის წასვლა 65 მლნ. ევროდ: "რა? მეხუმრებით? მე ამ ე.წ. "ტრანსფერს", რომც მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში დავბლოკავ, ვინაიდან ის უძლიერესი მცველია მსოფლიოში და ჩვენ ის გვჭირდება. სხვა მცველებიც ძლიერები არიან, პეპეს აქვს გამოცდილება , ხოლო სხვები კი ახალგაზრდები არიან. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კი აუცილებელია ისეთი გამოცდილი მცველების გვერდით თამაში, როგორიც რამოსი და პეპეა."

კლუბის ფორმა: "მე მოხარული ვარ კლუბის თამაშით, ფეხბურთელთა მოტივაციით. არავისთან არ გვაქვს პრობლემა ურთიერთობების მხრივ. ყველას კარგად ესმის, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. გვინდა, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელოთ. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ."

ხესეს და მორატას ფაქტორი: "ორივე მომწონს, ორივეს პატივს ვცემ. ისინი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც უდიდესი ენთუზიაზმი გააჩნიათ და კარგად თამაშობენ. ხესემ "გალათასარაისთან" სასტარტოში დაიწყო და ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. მინდოდა უკან დაწეული ცხრიანით მეთამაშა და ამ მხრივ ხესეს უფრო მეტი კარგი თვისებები აქვს. სხვანაირად რომ გითხრათ, მორატა უფრო სხვა სტილის მოთამაშეა."

ხვალინდელი შეხვედრის ტაქტიკა: "ხვალისთვის ჩვენ გვეყოლება მოდრიჩი და ალონსო, ასევე დი მარია ითამაშებს რონალდუს ნაცვლად."

"ვალიადოლიდთან" შეხვედრა: "როცა ცუდი დრო გაქვს, მოგებას შეუძლია რომ ეს რთული პერიოდი გადაგალახინოს. თუ კონცენტრირებას ბოლომდე მოვახდენთ, ყველანაირი პრობლემის აცილებას შევძლებთ."

"ბარსელონასთან" ჩამოჩენის შემცირება: "ჩვენ საკუთარ სამუშაოზე უნდა ვიფიქროთ და არა სხვაზე. არ ვფიქრობ "ბარსელონაზე". ლიგაში ჯერ მხოლოდ 14 თამაშია ნათამაშევი, საიდანაც მათ 13 მოიგეს. "აიაქსთან" მათი შეხვედრა არ იყო კარგი."

გარეთ ბეილი: "მე ვფიქრობ, რომ ადაპტაციამ ჩაიარა. ეხლა თავს კარგად გრძნობს და არ აქვს პრობლემები. კარგად უგებს წინა ხაზს. მას ამაზე უკეთესადაც შეუძლია თამაში და ეს კარგად ესმის. დიდ დახმარებას უწევს გუნდს."

კაპიტანი რონალდუ: "ყველაფერი ნათელია, ჯერ არის იკერი, მერე რამოსი და შემდეგ მარსელო. ესაა პირველი სამეული, რაც არ შეიცვლება."

კოენტრაუს "ჩელსიში" შესაძლო გადასვლა: "ამაზე ვერაფერს გეტყვით. მარსელომ დაიწყო თამაში, იმიტომ რომ კოენტრაუ ტრავმირებულია. ზაფხულში მას კლუბის დატოვება სურდა. ჩვენ მას უარი ვუტხარით. ეხლა უკვე აღარ ითხოვს კლუბის დატოვებას. კოენტრაუმ კარგად უნდა აღიდგინოს ფორმა, რომ იანვრისთვის მზად იყოს."

კოენტრაუ ითამაშებს თუ არა შობამდე: "არამგონია. სერიოზული ტრავმა აქვს. უნდა გამოვიყენოთ დასვენების დღეები, იმიტოსთვის, რომ მალე დაგვიბრუნდეს."

პეპე: "ის კარგადაა. მან იგივე შეცდომა დაუშვა, რაც რამოსმა , მაგრამ ასეთი რამეები ხდება ხოლმე." dle 10.1

  • shvela
  • 29 ნოემბერი 2013
  • 3589
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)