ახალი რეკორდისკენ: ზედიზედ 30 შეხვედრაში

"მადრიდის რეალი" რონალდუს არყოფნის მიუხედავად, მორიგ გამოწვევასთან საბრძოლველად მზადაა.


რონალდუსთან ერთად "თეთრები" შეხვედრის 74%-ს იგეენ, ხოლო მის გარეშე კი 64%-მდე ჩამოდის ეს მაჩვენებელი.

გავარდნა: "მადრიდის რეალს" მოგების ან ფრეს შემთხვევაში აქვს შანსი , რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეს "თეთრები" დამარცხდებიან, მათ მაინც რჩებათ შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ."

შანსები: სამი მოგებითა და ერთი ფრეთი 45 გუნდიდან 39 შემდეგ ეტაპზე, როგორც ჯგუფის ლიდერი გავიდა, ხოლო ექვსი კი, როგორც მეორე ადგილოსანი."

ურთიერთშეხვედრები: "მადრიდის რეალი" და "გალათასარაი" ერთამანეთს ექვსჯერ შეხვედრიან, საიდანაც არცერთხელ არ დაფიქსირებულა ფრე. სამ-სამი მოგება კი ორივე გუნდის ანგარიშზეა. თურქული კლუბები ესპანეთის დედაქალაქში სამჯერ სტუმრობისას სამივეჯერ დამარცხდნენ და თან ისე, რომ ერთხელაც ვერ მოახერხეს "თეთრების" კარის აღება: 2:0 "ბეშიქთაში" (13/11/1958), 3:0 "გალათასარაი" (18/04/2001), და მორიგი 3:0 იგივე "გალათასარაისთან" (03/04/2013).

სხვა ფაქტები: "გალათასარაის" 13-ჯერ უთამაშია ესპანეთში, საიდანაც ერთხელ მოიგო, ოთხჯერ ფრე დაასრულა შეხვედრა და რვაჯერ დამარცხდა. ერთადერთი მოგება თურქულ მხარეს აქვს 2000 წლის 16 მარტს, როცა ემრეს, ჰაკან შუქურის, ლაურენისა და ოკანის გოლების წყალობით დაამარცხეს მასპინძლები, ხოლო "გალათასარაიმ" იმ წელს უეფას თასი მოიგო.

უცნაური სერია: თავის ბოლო შვი შეხვედრაში ესპანეთში, "გალათასარაის" საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელი აქვს. 2001 წელს მათ "ბერნაბეუზე" წააგეს, იმავე წელს "კამპ ნოუზე" ფრედ ითამაშეს, 2002 წელს წააგეს, ხოლო 2003 წელს მორიგი ვიზიტისას ფრედ დაასრულეს შეხვედრა. 2004 წელს მათ "ელ მადრიგალზე" სტუმრად წააგეს, ხოლო "კალდერონზე" 2010 წელს ფრედ ითამაშეს. 2013 წელს უკვე "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამარცხდნენ. თუ ეს სერია გაგრძელდა, წესით დღეს "გალათასარაიმ" ფრედ უნდა ითამაშოს.

ბენზემა: ფრანგი "მადრიდის რეალში" მეექვსე ყველაზე გამტანი ფეხბურთელია ევროთასებზე 21 გოლით, აღნიშნული მაჩვენებელი თავის დროზე ქონდათ ამანსიოს და სანტილანას. ფრანგი თავდამსხმელის წინ არიან რაული (66), დი სტეფანო (49), კრიშტიანო რონალდუ (43), პუშკაში (35) და ხენტო (31). კარიმ ბენზემა მეორე ფრანგია ბომბარდირობის მხრივ. მას საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი აქვს გატანილი, მის წინ კი 50 გოლით ტიერი ანრია.

რონალდუს გარეშე: "მადრიდის რეალმა" რონალდუს გარეშე 27 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 17 მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და ექვსი წააგო. რონალდუს გარეშე ჩატარებულ შეხვედრებში "მადრიდის რეალს" საშუალოდ 2,26 გოლი გააქვს, მაშინ როცა 7-იანთან ერთად ეს მაჩვენებელი 2,71 გოლია საშუალოდ ერთ შეხვედრაში. რონალდუსთან ერთად "მადრიდის რეალი" 74% თამაშებისას იგებს, ხოლო მის გარეშე კი 63%-ს.

რონალდუს მიღწევა: რონალდუს დღეს გოლის გატანის შემთხვევაში შეეძლო გამხდარიყო ფეხბურთელი, რომელიც ჯგუფური ეტაპის პირვე ხუთ შეხვედრაში მოახერხებდა გოლის გატანას. ასეთი რამ თავის დროზე გააკეთეს დელ პიერომ 1995 წელს და რებროვმა 1997 წელს.

რეკორდი: თუ "მადრიდისრ ეალი" დღეს გოლს გაიტანს, ის გახდება პირველი კლუბი, რომელიც ევროთასების ისტორიაში ზედიზედ 30 შეხვედრა მოახერხებს მეტოქის კარის დალაშქვრას. ამჟამად "მადრიდის რეალი" "ბარსელონას" მიღწევას იმეორებს. "ბარსელონამ" 24/11/2009-დან 07/03/2012 წლამდე ზედიზედ 30 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მადრიდიელებს ამ მიღწევის განმეორება დღესვე შეუძლიათ.

მორიგი მაჩვენებელი: "მადრიდის რეალმა" პირველ ოთხ შეხვედრაში 14 გოლის გატანა შეძლო და დამატებით 5 ესაჭიროება დღეს და მორიგ ტურში, რომ გაიმეოროს საუკეთესო ისტორიული მაჩვენებელი ჯგუფურ ეტაპზე (19 გოლი 2011-2012 წლებში). აბსოლიტური რეკორდი ჯგუფურ ეტაპზე ეკუთვნის "მანჩესტერ იუნაიტედს" (1998-1999 წლებში) და "ბარსელონას" (2011-2012 წლებში) 20 გატანილი გოლით.

As.com
dle 10.1

  • shvela
  • 27 ნოემბერი 2013
  • 3093
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)