მანჩინი: „კარლო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში“

„გალათასარის“ დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ და ფეხბურთელმა ალბერტ რიერამ, სამეფო კლუბთან დაპირისპირებაზე ისაუბრეს.


მანჩინი: „„რეალის“ წინააღმდეგ „ბერნაბეუზე“ თამაში, საუკეთესო მოვლენაა ცხოვრებაში.ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ.კარლო ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია ევროპაში.ის ბევრ სახელოვან გუნდს ედგა სათავეში.იმედი მაქვს, მისი მადრიდული კარიერა წარმატებული გამოდგება.“

„ვფიქრობ, შარშანდელი მადრიდიც ძლიერი იყო.შესაძლებელია, წლეულს უფრო გააუმჯობესეს თამაში, რაც უპირობოდ, ახალი მწვრთნელისა და ბეილის დამსახურებაა, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვსაუბრობთ საუკეთესო კლუბზე.ესპანეთის დედაქალაქში ასპრეზობა რთულია.“

ალბერტ რიერა: „ჩვენთვის სასწორზე დგას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალის საგზური.თუ ადგილობრივების დამარცხება გვინდა, იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, რასაც მოვითხოვთ საკუთარი თავისგან.„ბერნაბეუზე“ თამაშის გამოცდილება ნამდვილად გვაქვს.მაქსიმალურად ვეცდებით, რომ „რეალს“ სივრცეები არ მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს გავხდებით.ვიმედოვნებ, 3 ქულას ჩვენ ავიღებთ, რამეთუ მადრიდელებს არაფერში ჭირდებათ მოგება.“

„კარგია, რომ კრიშტიანუ ვერ ითამაშებს, თუმცა მათ რიგებში ხიფათის მომტანი მოთამაშეები მრავლად არიან.“

„ვგონებ, სტამბულში დაფიქსირებულ შედეგს არ ვიმსახურებდით.პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა.გვაქვს შანსი ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავოთ და ამისათვის, ყველაფერს გავაკეთებთ.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)