რობერტო კარლოსი ვარგასს თავის ღირსეულ შემცვლელად მიიჩნევს

რობერტო კარლოს მადრიდის "რეალის" ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ბოლო ათ წელიწადში. ბრაზილიელმა მცველმა განიხილა ვინ იქნება საუკეთესო მადრიდელთათვის დაცვის მარცხენა ფლანგზე (შენზე უკეთესს ვერ ვნახავთ რობერტო – ავტ.).


კარლოსის აზრით ვარგასი მისი ღირსეული შემცვლელი იქნება დაცვის მარცხენა ფლანგზე. "ხუან ვარგასი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია და თავისუფლად შეუძლია "რეალში" თამაში. რა თქმა უნდა მას შეუძლია გახდეს ჩემი ღირსეული შემცვლელი, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა იმუშაოს" – აცხადებს კარლოსი.

ვარგასი – შესანიშნავი შემცვლელი


ბრაზილიელ მცველს ეჭვი არ ეპარება "ფიორენტინას" მცველის შესაძლებლობებში. ის პერუელ ფეხბურთელს ურჩევს მადრიდში იმავეს კეთებას, რასაც ახლა ფლორენციაში აკეთებს. "თუ მადრიდელებს ის აინტერესებთ, ეს ძალიან კარგია. მისით უდიდესი კლუბია დაინტერესებული. ვარგასი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ თუ ის "ბლანკოსს" შეუერთდა, ძლიერად ითამაშებს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს შიში. აუცილებლად უნდა ითამაშოს ისე, როგორც "ფიორენტინაში" თამაშობს. ვიცი, რომ ხუანმა ძალიან დიდი ნდობა მოიპოვა "ვიოლაში" – აცხადებს კარლოსი.

ბოლოს კი რობერტომ შეჯამება მოახდინა: "მე მადრიდელებს ვურჩევ შეიძინონ ეს ფეხბურთელი. ვარგასს ყველაფერი აქვს იმისთვის, რათა იყოს საუკეთესო. ის ძალიან ბევრს იბრძვის და ტექნიკურიცაა. ის იდეალური იქნება "რეალისთვის". დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგს მოუტანს ის "ბლანკოსს" – განაცხადა მადრიდელთა ყოფილმა ფეხბურთელმა.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 19 ნოემბერი 2009
  • 3479
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)