2-1: "გალათასარაი" "ბერნაბეუზე" კარგი განწყობით ჩადის

"გალამ" "სივასპორი" დაამარცხა...


ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის მატჩი, სადაც "ბერნაბეუზე" ერთმანეთს "გალათასარაი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. "რეალის" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "ალმერიას" წინააღმდეგ, სტამბოლურმა გრანდმაც იმარჯვა "სივასპორთან".

იტალიელი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის შეგირდებმა მატჩში წინ გასვლა 13-ე წუთზე, ბურაქ ილმაზის გოლის წყალობით მოახერხეს, მაგრამ 21-ე წუთზე, "გალას" ფეხბურთელმა ნოუნკეუმ მეორე ყვითელი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ, 31-ე წუთზე, მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, რობერტო კარლოსის "სივასპორმა" 10 კაციანი "გალათასარაის" კარი აიღო. თუმცა ხუთ წუთში, მატჩის 36-ე წუთზე, სელჩუკ ინანმა პენალტი გამოიყენა და გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შემადგენლობები

"გალათასარაი"
: ისკანი, ზანი, ნოუნკეუ, ჩედჟოუ, ებოუ, აიდინ ილმაზი (ჭოლაკი, 71'), ინანი, რიერა, ბურაქ ილმაზი (დროგბა, 82') და ბულუთი (გულსელამი, 90').

"სივასპორი": სელიკაი, სისინიო, მანუელ დე კოშტა, აიდინი (უტაკა, 60'), ბეკმესცი, ესერი (ტოული, 77'), კოსაკი, კურტი, ჩაჰეჩოუჰე (არსლანი, 86') და ჯებოუ.

გოლები:
1-0 (მე-13 წუთი.): ბურაქ ილმაზი
1-1 (31-ე წუთი.): ჯებოუ
2-1 (36-ე წუთი.): ინანი


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)