მოიესს რონალდუსთან მუშაობა სურს

მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის აზრით, რონალდუ ოდესმე დაბრუნდება მის ყოფილ გუნდში...


პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ "იუნაიტედი" 2009 წლის ივნისში დატოვა 94 მილიონ ევროდ და მადრიდს მიაშურა. იგი უკვე მე-5 სეზონს ატარებს "რეალის" რიგებში.

"წითელი ეშმაკუნების" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა MUTV-სთან ინტერვიუში რონალდუზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს რონალდუ მის ძველ გუნდში დაბრუნდეს.

"ვისაც არ უნდა კითხოთ "ოლდ ტრაფორდზე", ყველა გეტყვით რომ რონალდუ თავის საქმეში უბადლოა. აქ მას ძალიან აფასებენ. მე მის წინააღმდეგ ბევრი მატჩი ჩავატარე, როდესაც ევერტონის მწვრთნელი ვიყავი. იგი უბრალოდ ისე მოქმედებდა, რომ ფეხბურთელები იბნეოდნენ. იმედი მაქვს, ერთ დღეს იგი "იუნაიტედში" დაბრუნდება და მე მასთან მუშაობას შევძლებ."
- განაცხადა შოტლანდიელმა მწვრთნელმა.

გასულ ზაფხულს იყო საუბარი, რომ კრიშტიანუ ისევ დაბრუნდებოდა მანჩესტერულ გრანდში, თუმცა ცოტა ხნის წინ მან "რეალთან" ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი მადრიდში 2018 წლამდე ითამაშებს.

ინფორმაციის წყარო: Football Espana dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)