"ელ კლასიკოს" წინ: "ვარსკვლავური ომები"

ძალიან ცოტა დრო რჩება "სუპერკლასიკომდე". ასე, რომ გთავაზობთ "ბარსელონასა" და "რეალის" კაშკაშა ვარსკვლავებს.


თუ 29 ნოემბერს, კვირას რაიმე გეგმები გაქვთ, უკეთესი იქნება გადადოთ: "ეს იქნება დღე, როცა ციდან ღმერთები ჩამოვლენ დიდი ფეხბურთის სათამაშოდ". ამ მატჩამდე კი სულ ცოტა დრო დარჩა.

"ბარსელონა"–"რეალი", ამ მატჩს უყურებს ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივარი მსოფლიოში. ეს დაპირისპირება მუდამ ამოუცნობია და არ აქვს აზრი გუნდები როგორ ფორმაში იქნებიან. გავიხსენოთ "ბარსელონას" ისტორიული გამარჯვება "სანტიაგო ბერნაბეუზე" 6:2, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება "კამპ ნოუზე" განადგურება. მაშინ "რეალმა" 4:1 გაიმარჯვა.

"ელ კლასიკოს" წინ: "ვარსკვლავური ომები"


ბევრ ფეხბურთის გულშემატკივარს, მაგალითად "რეინჯერსის" ან "მილანის" თქვას, რომ არსებობს უფრო გრანდიოზული მატჩებიც, მაგრამ "ელ კლასიკო" ეს არის ორი გუნდის დაპირისპირება და ეს მატჩი სულ სხვანაირ ატმოსფეროში მიმდინარეობს. წლევანდელი "კლასიკო" კი შესაძლოა ყველაზე ლამაზი გამოდგეს უკანასკნელი წლების განმავლობაში.

"კამპ ნოუზე" გამოვლენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. რას უნდა ველოდოთ ამ საუკეთესო ფეხბურთელებისგან?

"ელ კლასიკოს" წინ: "ვარსკვლავური ომები"


დანი ალვეში სერხიო რამოსის წინააღმდეგ, ხერარდ პიკე პეპეს წინააღმდეგ, ანდრეს ინიესტა კაკას წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ლეონელ მესი კრისტიანო რონალდოს წინააღმდეგ.

ერთადერთი რითიც მესის შეუძლია გააოცოს საფეხბურთო გულშემატკივარი ესაა თავისი საფირმო დრიბლინგები. კრისტიანო რონალდოსა და არგენტინელს შორის შედგება ბრძოლა, რათა ერთმანეთს დაუმტკიცონ ვინ არის საუკეთესო მსოფლიოში. ორივე ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოლებს.

ასევე ორი ფორვარდი დაუპირისპირდება ერთმანეთს – ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ქარიმ ბენზემა. ზლატანმა დიდებულად გაიარა ადაპტაციის პროცესი "კამპ ნოუზე", ბენზემამ კი ჯერჯერობით ვერ მოახერხა შეგუება. მოდით ვიმსჯელოთ, ვინ მოამარაგებს ფორვარდებს ზუსტი გადაცემებით? ხავი თუ ხაბი? რა თქმა უნდა ორივე დიდებული ფეხბურთელია თავიანთ პოზიციებზე. მათი გადაცემები კი ცნობილია გულშემატკივართათვის.

მოდით არ დავივიწყოთ ძველი გვარდია, რაული და ტიერი ანრი. ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდები უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. ისინი იძლებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და ადგილი დაეთმოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რათა გამოეყენებინათ შანსები. ახალგაზრდები კი – გონსალო იგუაინი, პედრო, სერხიო ბუსკეტსი, ესტებან გრანერო ფლობენ უდიდეს მოტივაციას. ისინი ცდილობენ ყველაფერი კარგად გააკეთონ. თუ სხვა გახდება მატჩის გმირი? სეიდუ კეიტა, ლასანა დიარა, რაულ ალბიოლი, მაქსველი, მარსელო, როისტონ დრენტე..

და იკერ კასილასი? ის გახდება მატჩის გმირი? თუ ისევ იძულებული გახდება საკუთარი კარიდან გამოიტანოს ბურთი? ვიქტორ ვალდესი, კატალონიელთა მეკარე ხშირად უშვებს ბავშვურ შეცდომებს. არის ერთი ადამიანი, ვინც მას თვლის კარგ მეკარედ და ეს იკერ კასილასია. ამ მატჩში ის ეცდება ამის დემონსტრირებას.

არამარტო მოედანზე მოხდება საინტერესო ფაქტები. V.I.P. ლოჟაში ისხდებიან კლუბის პრეზიდენტები: ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა. მალე მოდის ახალი წელი და შობა, ეს დღე კი შესაძლოა მათთვის მძიმე გამოდგეს.

"ელ კლასიკოს" წინ: "ვარსკვლავური ომები"


თქვენ იხილავთ კრისტიანო რონალდოს საყვარელი ფინტებით, მესის დრიბლინგებით, ხავისა და კაკას შორეული დარტყმებით, მაგრამ შესაძლოა მწვრთნელებს შორის ბრძოლა გახდეს უფრო საინტერესო.

ასე, რომ ვუპასუხოთ კითხვებს. რას უნდა ველოდოთ დიდებული "ელ კლასიკოსგან"? მაგრამ სჯობს ეს მესის, რონალდოს, კაკას, ხავის, ხაბი ალონსოს, იბრაჰიმოვიჩს, ბენზემას, ანრის, რაულს და სხვებს მივანდოთ. დაე მათ გვაჩვენონო ვინაა საუკეთესო – "რეალი" თუ "ბარსელონა".


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 18 ნოემბერი 2009
  • 3358
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)