ლუის გარსია:"რონალდოს ყველაფერი აქვს, რათა იყოს საუკეთესო"

შაბათს "რასინგის" ფეხბურთელი ლუის გარსია თავის ყოფილ თანაკლუბელ ხაბი ალონსოს დაუპირისპირდება. ესპანელმა ასევე ისაუბრა კრისტიანო რონალდოზე.


ხაბი ალონსოსთან მეგობრობაზე ლუის გარსიამ შემდეგი განაცხადა: "რა თქმა უნდა ხანდახან გვაქვს ხოლმე ერთმანეთთან მიმოწერა, მაგრამ ამ თამაშში მეგობრობა არ იქნება. ჩვეულებრივად თამაშის დაწყების წინ ვისაუბრებთ".

ესპანელი ნახევარმცველი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება მისი გუნდისთვის. "ეს იქნება მნიშვნელოვანი მატჩი. ვიცით, რომ "ბერნაბეუზე" მოგება ძალიან ძნელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის".

ლუის გარსიამ ასევე კრისტიანო რონალდოზეც ისაუბრა: "ლოგიკურია, რომ პრესა აჭრელებულია მისი ფოტოებით. ის ხომ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. იგი ამას ამტკიცებს კიდეც. მას ყველაფერი აქვს, რათა იყოს მსოფლიოში საუკეთესო" – განაცხადა ყოფილმა "ლივერპულელმა".


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 18 ნოემბერი 2009
  • 1711
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)