ვიტიენესის სამარცხვინო მსაჯობა

სამწუხაროდ, ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა, მატჩების დასრულების შემდეგ მსაჯების „მარგალიტებზე“ საუბარი.


ალბათ, „რეალისა“ და „სევილიას“ შეხვედრაში ა.ტეიშეირა ვიტიენესის მსაჯობა ვერანაირ კრიტიკას გაუძლებს.მოგეხსენებათ, განვლილ პაექრობაში, არბიტრმა ფეხბურთელებს სამჯერ მიუთითა თერთმეტ მეტრიანი ნიშნულისკენ და სამივე შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილება გადაჭარბებული გამოდგა.

თავდაპირველად, როდესაც მადრიდელებმა 2-0 წაიყვანეს ანგარიში, მეტოქე მცველმა თავის საჯარიმო ხაზამდე წესების დარღვევით შეაჩერა ისკო.შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი იყო, რომ მოვლენები თეთრი საღებავით გავლებულ ხაზამდე ვითარდებოდა, თუმცა რეფერიმ ანდულისელების კარში პენალტი დანიშნა.

ვიტიენესის სამარცხვინო მსაჯობა


აღნიშნული ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში, ვიტიენესმა უკვე ლოპესის კარისკენ გაიშვირა ხელი.მან ჩათვალა, რომ დიეგოს კარის სიახლოვეს სერხიო წესების დაუცველად შეაჩერა მცველი.განმეორებაზე გამოჩნდა, რომ სერხიოსა და მისი ყოფილი გუნდის ფეხბურთელს შორის მხოლოდ მცირე კონტაქტი იყო, რასაც ზოგადად პენალტები არ მოჰყვება, თუმცა ყველაზე მთავარია იმაში მდგომარეობს, რომ სანამ ფიგეირასი მასპინძლების საჯარიმოში შევიდოდა, მანამდე მარსესთან ორთაბრძოლაში ხელით გაისწორა ბურთი, რაც მსაჯმა არ შენიშნა.

და ბოლოს, მესამე პენალტი მეორე ნახევარში დაარტყეს, მაგრამ ძალიან ცუდად.რაკიტიჩმა მსაჯის საჩუქარი ვერ გამოიყენა.ხსენებულ ეპიზოდში, ტეიშეირამ რონალდუ დაადანაშაულა თამაშის წესების დარღვევაში, არადა პორტუგალიელმა სუფთად ითამაშა და თანაც, საჯარიმოს გარეთ.

ერთი სიტყვით, მორიგი სამარცხვინო მსაჯობის მომსწრენი გავხდით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)