მრავალფეროვნება „ბერნაბეუზე“

ეჭვი მაქვს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეთერთმეტე ტურის მატჩმა, სამეფო კლუბსა და „სევილიას“ შორის, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.


„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მსხდომი მაყურებლები, თუ სახლში ტელე-ეკრანებთან მოკალათებული ქომაგები, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმის მომსწრენი გახდნენ.ალბათ, რთულად გაგახსენდებათ თარიღი, როდესაც ბოლოს 1 პაექრობაში 10 გოლი გავიდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 90 წუთის განმავლობაში, ინჩასებმა ყველაფერი ვიხილეთ.მაგ: 10 გოლი, 3 დანიშნული პენალტი, წითელი ბარათი, მსაჯის უხეში შეცდომები, ჰეთ-თრიქი, გაცუდებული თერთმეტმეტრიანი, საჯარიმო დარტყმის შემდეგ გასული გოლი და ა.შ.ერთი სიტყვით, გულშემატკივრებმა, რომლებმაც გვიან გასამართ ჯახის ყურებას ძილი არჩიეს, მაგრად ინანეს.

ახლა კი, უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე გადავიდეთ.მოგეხსენებათ, კატალონიიდან უქულოდ დაბრუნების შემდეგ, მადრიდელებს საკუთარ მოედანზე ბევრი ჰქონდათ დასამტკიცებელი.სასიხარულოა, რომ ფეხბურთელებმა სრულად გაანალიზეს მათ მხრებზე მდგარი პასუხისმგებლობა და „სევილიისთვის“ ისე მოემზადნენ, როგორც საჭირო იყო.

ტეიშეირა ვიტიენესის სასტარტო სასტვენის შემდეგ, ანჩელოტის შეგირდები პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ.32-ე წუთისთვის, „ბლანკოსი“ ბეილის დუბლისა და რონალდუს პენალტის წყალობით, უკვე 3-0 იგებდა, თუმცა შესვენებამდე, მეტოქემ 2 გოლის გაქვითვა მოახერხა.ხაზგასასმელია, რომ პირველ ნახევარში ორივე კარის მიმართულებით 2 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცაღა ორივე ეპიზოდში, არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

დამუხტულნი მადრიდელები, მეორე ტაიმშიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და დარჩენილი 45 წუთში 4-ჯერ აიღეს ბეტოს კარი, ხოლო სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს პასუხის გაცემა.აღსანიშნავია, რომ მათ კიდევ შეეძლოთ ლოპესის კარის დალაშქვრა, რომ არა რაკიტიჩის გაცუდებული პენალტი.

როგორც იქნა, უელსემა ახალწვეულმა, დაგვანახა თავისი პროგრესის შედეგი.მის ანგარიშზე დუბლი და 2 ასისტი ჩაიწერა.ის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ ბენზემასთან ერთად, რომლის მონაგარიც ბეილის მსგავსია.საინტერესოა, რომ პირველი გოლის შემდეგ, კარიმ ბენზემა ზიზუსთან მივიდა და გადაეხვია.ალბათ, ამ ჟესტით, ფრანგმა, თანამემამულეს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის.

მრავალფეროვნება „ბერნაბეუზე“


როგორც მოსალოდნელი იყო, ბლატერის ცნობილი განცხადების შემდეგ, მწვანე მინდორზე ესტრა-მოტივირებული გამოვიდა კრიშტიანუ, რომელმაც 3 გოლით მოიკითხა პატივცემული „ფიფას“ პრეზიდენტი.„სევილიას“ კარში ჰეთ-თრიქის შესრულებით, პორტუგალიელს ლა ლიგაზე 157 გოლი დაუგროვდა, რითაც აღნიშნულ ტურნირზე, კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.მან გვერდით ჩამოიტოვა დიადი ფერენც პუშკაში (156).

მრავალფეროვნება „ბერნაბეუზე“



ახლა უკვე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეგოლეობასთან ერთად (7), ის პრიმერას ერთ-ერთი წარმატებული გამტანია დიეგო კოსტასთან ერთად (ორივეს 11).

აქვე გამოვყოფ ჩაბი ალონსოს დაბრუნებას.დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, ბასკი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაში.მის გამოჩენას ადგილობრივი პუბლიკის სიხარული მოჰყვა.

მიუხედავად, გუნდის გოლაობისა, „ბერნაბეუს“ ტრიბუნებზე შესვენებამდე სტვენაც გაისმა.საქმე იმაშია, რომ ქომაგებმა ამით უკმაყოფილება გამოხატეს არბელოას მიმართ.ამ უკანასკნელმა შეხვედრა საკმაოდ უნიათოდ დაიწყო და გაშვებულ გოლებშიც წვლილი მიუძღვის.

აღსანიშნავია, რომ „ფიფას“ პირველი პირის კომენტარებით გაბრაზებულმა მადრიდისტებმა, სტადიონზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები ააფრიალეს.

მრავალფეროვნება „ბერნაბეუზე“


მაშასადამე, საკმაოდ ემოციური წუთების შემდეგ, დიდი იმედი ჩამესახა.დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები გააგრძელებენ პროგრესს და საკუთარ თამაშს სტაბილურობას შესძენენ. ჰალა მადრიდ !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)