სან ხოსე: "ნეიმარი რონალდუს დიდებული შემცვლელი იქნებოდა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ნეიმარი რონალდუს დიდებული შემცვლელი იქნებოდა. მან გაკვირვება გამოთქვა იმის მიმართ, რომ "კლასიკოში" სერხიო რამოსი ნახევარმცველი იყო..


"ნეიმარი არის იქ, სადაც წასვლა გადაწყვიტა. არ ვფიქრობ, რომ ის "რეალისთვის" აუცილებელი იყო, რადგან მის პოზიციაზე ისეთი დიდებული ფეხბურთელი თამაშობს, როგორიც რონალდუა. ნეიმარი რონალდუს კარგად შეცვლიდა ხოლმე."

"პირადად ჩემთვის, სერხიო რამოსი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ნახევარდაცვაში სხვას დავაყენებდი."

სან ხოსემ მალენკოზე, მატჩის მთავარ არბიტრზეც ისაუბრა: "მსაჯმა სამი სავარაუდო პენალტი არ დადო. ორის დანიშვნა საკმაოდ რთული იყო, რადგან მისი დანახვა მარტივი არ გამოდგა, თუმცა ერთი ისეთი პენალტი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა დაენიშნა მსაჯს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო შედეგზე მსაჯმა გავლენა იქონია."

"ამ დროისთვის მორატას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხშირად იყოს ძირითად შემადგენლობაში. მორატა დიდებული ფეხბურთელია."

"კასილასს კვლავ უამრავი წელი აქვს იმისთვის, რომ "რეალის" ღირსება დაიცვას. ვიმედოვნებ, ამ წლების განმავლობაში ის გუნდის პირველი მეკარე იქნება."

"არ ვფიქრობ, რომ ანჩელოტი სამეფო კლუბში წარმატებას ვერ მიაღწევს,"-განაცხადა სან ხოსემ.

წყარო: Marca dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)