ანჩელოტის პრესკონფერენცია

კარლო ანჩელოტიმ ხვალინდელი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა


ბეილი: "ეხლა არ ვიცი ითამაშებს თუ არა ხვალ სასტარტოდან და ეს იმიტომ, რომ ჯერ ვარჯიში არ ჩამიტარებია. ვარჯიშის შემდეგ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. ჯერ უნდა დავაკვირდე ფეხბურთელებს და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას თუ ვინ ითამაშებს. ასეთი პასუხი იმის ბრალია, რომ პრესკონფერენცია ვარჯიშის წინაა მოწვეული და არა მის შემდეგ, ამიტომაც კარლოსს (კარბახოსა, პირველი გუნდის პრეს ოფიცერი) მიმართეთ."

მორატა თუ ბენზემა: "მორატა უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია , ვიდრე ბენზემა, რომელმაც "იუვენტუსში" კარგი დაცვითი თამაში აჩვენა, ამიტომაც ის შედარებით დაღლილია. ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენ უფრო გამოცდილება გვესაჭიროება, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე. ჯერ არ ვიცი, ვინ ითამაშებს."

გუნდის მოტივაცია: "გუნდი საკმაოდ მოტივირებული და კონცენტრირებულია. მე თავდაჯერებული ვარ, ვინაიდან "კამპ ნოუზე" ჩატარებული წინა შეხვედრა (1:3 თასზე) დიდებული იყო."

ეხლანდელი დრო: "შესანიშნავი დროა შერჩეული. საკმაოდ რთული შეხვედრაა, მაგრამ ბოლო კვირეებში ჩვენ უფრო გავაუმჯობესეთ თამაში ყველა ასპექტში. შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ."

ხაბი ალონსო: "ჩვენთვის ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მართალია, ილარამენდიმ პრობლემების შემდეგ კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ის ახალგაზრდაა და არ აქვს ბევრი გამოცდილება. მე მომეწონა ილარა "მალაგას" წინააღმდეგ და ასევე "იუვენტუსის" წინააღმდეგაც."

ტაქტიკა: "ტაქტიკაა კარგად ვითამაშოთ და დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე, ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და მაქსიმუმი გავიღოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მარტო დაცვა და დროის ლოდინი კი არ შეგვიძლია. ბარსელონაში სათამაშოდ მივდივართ. ბურთი უნდა მოვიგოთ, უნდა ვაკონტროლოთ. თუ კარგი ვარიანტებია კარგი კომბინაციებიც გავითამაშოთ, ხოლო თუ სივრცეები გვექნება, მაშინ წავიდეთ კონტრშეტევებზე. რატომაც არა?"

ტატა მარტინო: "გვარდიოლას და ვილანოვას შემდეგ "ბარსელონას" გაწვრთნა არაა ადვილი საქმე, მაგრამ ის კარგად ასრულებს თავის საქმეს"

ფავორიტი: "არ ვიცი ვინ არის ფავორიტი, ყველა ფიქრობს, რომ ფავორიტი "ბარსაა" და ეს ჩვენთვის არც თუ ისე ცუდია."

"ბარსა" წინა წელს: "ფილოსოფია იგივეა, მაგრამ მოვიდა ნეიმარი და თავდასხმის ხაზი უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წელს."

მისი პირველი კლასიკო: "მე ყველა წინა კლასიკო მაქვს ნანახი, ამის სანაცვლოდ თანხის გადახდამაც მომიწია. ბევრი თამაში მინახია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ისეთი თამაშია, რომელიც სიამოვნებას მუდამ მანიჭებდა. ფეხბურთელებმა იციან ამ თამაშის ფასი."

ვარანე: "ის სრულიად გამოჯანმრთელდა და მზადაა. სავარაუდოდ ხვალ ითამაშებს."

ნეიმარის განეიტრალება: "არა, ამაზე ცალკე გეგმა არ მაქვს, გამოდის მესისაც ერთი უნდა დავუყენო, ინიესტასაც, ალექსისსაც... დაცვითი ხაზი მთლიანად გუნდის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული და არა კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ. ვნახოთ რა მოხდება."

სამი ქულა: "ეს მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა ლიგის ჩემპიონის გადამწყვეტი." dle 10.1

  • shvela
  • 25 ოქტომბერი 2013
  • 3381
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)