ფიგუ: „იმედია, „რეალი“ იპოვის ბალანსს და მოიგებს“

ლუიშ ფიგუს, რომელიც სხვადასხვა წლებში იცავდა, როგორც „ბარსელონას,“ ასევე „რეალის“ ღირსებას, „ას“-იდან დაუკავშირდნენ და მოახლოვებულ „კლასიკოზე“ კითხვები დაუსვეს.


პროგნოზი: „2-2.ვფიქრობ, თამაში კატალონიელების კარნახით წარიმართება, რამეთუ ისინი მასპინძლები არიან.მიუხედავად ჩემი პროგნოზისა, ვიმედოვნებ, რომ „რეალის“ იპოვის ბალანსს და ეფეხტური წარმოდგენით შეძლებს გამარჯვების მოპოვებას.“

პირველი „კლასიკო:“ „უბრალოდ დამთხვევაი იყო, რომ სტადიონზე სველი თმით გამოვედი.ჩემი გამოჩენისთანავე, „ნოუ კამპზე“ დამაყრუებელი სტვენა ატყდა და ამიტომაც მოვიკიდე ყურებზე ხელები.ჩემი აზრით, კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ, ამგვარი წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს.გული მწყდება იმაზე, რომ მატჩის შემდეგ, ადგილობრივმა პრესამ წარმოუდგენელი რაღაცები დაწერა.საბედნიეროდ, იმ დღეს რაიმე ინციდენს ადგილი არ ჰქონია.“

ანჩელოტის მადრიდი: „ისინი ჯერ კიდევ ბალანსის ძიებაში არიან, ახალ სტილსა და კარგ თამაშს შორის, თუმცა მადრიდი არის მადრიდი.მათ რიგებში ყოველთვის არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ინდივიდუალურად გადაწყვიტონ მატჩის ბედი.დრო ყველაფერს გვიჩვენებს.“

კრიშტიანუ და ფიგუ: „შედარება ყოველთვის მოსაბეზრებელია.როგორც წესი, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული მხოლოდ ერთი გამოდის და ამ შემთხვევაში ის რონალდუა, რომელიც მადრიდული პუბლიკის უდავო ფავორიტია.მას ახლოს ვიცნობ და უბრალოდ მხიბლავს მისი პროფესიონალიზმი.კრიშტიანუ ყველა მატჩში მოსაგებად გამოდის.“

as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)