მარჩელო ლიპი : „ანჩელოტი განსხვავებულ გუნდს აშენებს“

ტურინის იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელის, მარჩელო ლიპის განცხადებით, კარლო ანჩელოტი განსხვავებულ მადრიდის რეალს აშენებს. იუვენტუსთან შეხვედრაში სამეფო კლუბი სამჯერ გარდაიქმნა...


„მინდა გითხრათ, რომ კარლიტოს საკმაოდ საინტერესო პროექტი აქვს, რომელიც ჩემგან მხოლოდ მოწონებას იმსახურებს. ჟოზე მოურინიოს აბსოლუტურად განსხვავებული სტილის გუნდი ჰყავდა, აქედან გამომდინარე ანჩელოტის გარდაქმნისთვის დრო დასჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ბლანკოსი“ მაღალი მიზნებისთვის წელსვე ვერ იბრძოლებს.“

„იუვენტუსთან შეხვედრას ყურადღებით ვადევნებდი თვალს და შევამჩნიე, რომ დაპირისპირების განმავლობაში „ბლანკოსი“ 3-ჯერ გარდაიქმნა და დროის სხვადასხვა მონაკვეთებში სულ სხვადასხვანაირ რეალს ვუყურებდით, განსაკუთრებით ამის თქმა შუა პერიოდზე შეიძლება.“

„ისკო დიდებული ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ იგი დიდ როლს შეასრულებს რეალის წარმატებაში, ალარკონი შეცვლაზე შემოვიდა, მაგრამ შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ „მერენგების“ დომინირება გაგრძელებულიყო.“

„იუვე დიდი გუნდია, იტალიელემა დიდი ნაბიჯები გადადგეს წინ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან შორს არიან, ამისათვის მათ შემადგენლობის გაძლიერება დასჭირდებათ.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 ოქტომბერი 2013
  • 2420
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)