კასილასის ინტერვიუ "El Pais"-თან

მადრიდის "რეალის" კიპერმა, იკერ კასილასმა, ესპანურ გამოცემა, "El Pais"-თან ინტერვიუ ჩაწერა.


- თქვენს პირველ მოგონებებს "ფურია როხასადმი" ხომ ვერ გაიხსენებთ?
- ალბათ, ქომაგის რანგში ხო? მე კარგად მახსოვს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, როდესაც ჩვენები დანიელების წინააღმდეგ ირჯებოდნენ.თამაში ძალიან რთული გამოდგა, რამეთუ მეტოქის რიგებში ისეთი მოთამაშენი ბრწყინავდნენ, როგორებიც არიან ძმები ლაუდრუპები.მიუხედავად ამ გარემოებისა, იეროს გოლით ესპანეთმა 1-0 დაამარცხა მოწინააღმდეგე.თუმცა ასევე კარგად მახსოვს, 1992 წლის ოლიმპიური თამაშები, სადაც კიკოს გოლის წყალობით ოქროს მედლები მოვიპოვეთ.მაშინ სულ რაღაც 11 წლის ვიყავი.

- როდის გამოგიძახეს პირველად ნაკრებში გახსოვთ?
- რა თქმა უნდა.ეს მოხდა 2000 წელს, როდესაც კამაჩომ ევროპის პირველობაზე კარის მესამე დარაჯად შემიყვანა განაცხადში.მე კანისარესისა და მოლინას შემდეგ ვიყავი.აღსანიშნავია, რომ წინა წელს, როდესაც "რეალთან" ერთად პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, ხალხი საუბრობდა, რომ ესპანეთის თავკაცი ჩემს ნაკრებში გამოძახებას ფიქრობდა და საბოლოოდ ასეც მოხდა.

- ვინ დაგეხმარათ ეროვნულ გუნდში ადაპტაციის გავლაში?
- ჩემი კლუბის თანაგუნდელები: იერო, რაული და სალგადო.

- გახსოვთ იმ მცველებს სახელები, რომლებიც შენს სადებიუტი შეხვედრაში დაცვის ხაზს განაგებდნენ?
- ესენი იყვნენ ენგონგა, აბელარდო და პაკო ხემესი.

- რომელი იყო შენი ყველაზე სასიხარულო მომენტი?
- უწინარეს ყოვლისა, ჩემი დებიუტი ნაკრებში.ფეხბურთელისათვის სადებიუტი დაპირისპირება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია.მეორე სასიხარულო მომენტი კი იყო ევრო 2008-ის მოგება.აღნიშნული კონტინენტის პირველობა ძალიან წარმატებული გამოდგა ჩვენთვის.იტალიასთან, გერმანიასთან და რუსეთთან პაექრობამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.ნამდვილად დაუვიწყარი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში.

- "ფურია როხას" რიგებში თქვენი საუკეთესო "სეივი" არის...?
- ნაკრების რიგებში ნაჩვენები სეივებიდან შეიძლება გამოვყო ევრო 2008-ზე პენალტების სერია, იტალიელების წინააღმდეგ.როგორც გახსოვთ, მე ორი დარტყმა ავიღე.პირველად დი ნატალეს დარტყმული, ხოლო მეორედ დე როსის.ამ უკანასკნელის დარტყმა საკმაოდ რთული მოსაგერიებელი იყო.

- გაიხსენით, ყველაზე არასასიმოვნო თამაში, რომელიც ნაკრებში ჩაგიტარებიათ...
- ეს იყო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც ჩვენ დავმარცხდით პორტუგალიის ნაკრებთან.მაშინ ნუნუ გომეშის გოლი გამდამწყვეტი აღმოჩნდა ჩვეთვის.უნდა აღინიშნოს, რომ ის მატჩი ცუდად ნამდვილად არ ჩაგვიტარებია.

- დაასახელეთ ის მომხიბვლელი თავდამსხმელი, რომლის წინაღმდეგაც გითამაშიათ?
- კლუივერტი.

- დაასახელეთ, საუკეთესო მატჩი, რომელიც "ფურია როხასთან" ერთად ჩაგიტარებიათ...
- გამოვყოფ ბელგიელებთან თამაშს რიასორზე.მაშინ გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშე და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლით გავიტანეთ.ასევე კარგი მატჩი იყო ბოსნიის წინააღმდეგ სტუმრად.

- ესპანეთის ნაკრები მუნდიალის მოგებაზე ფიქრობს?
- ახლა ამაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ამის გაკეთება ყველას ოცნებაა.

- ეროვნულ გუნდთან ერთად პირველი შეკრება სად გქონდათ?
- ვალენსიაში, სასტუმრო "ელ სალერში."

- და მაგ დროს ვინ იყო თქვენი ნომრის ბინადარი?
- ხერარდ ლოპესი.ჩვენ ყოველთვის ერთ ოთახში ვიყავით.ნაკრებში ის იყო ჩემი პირველი მეგობარი.

- ესპანეთის ნაკრების რომელ გოლს გამოყოფთ?
- რა თქმა უნდა, ტორესის გოლს გერმანიის კარში.

- რა გასწავლათ ეროვნულმა გუნდმა?
- ქვეყნის სიყვარული.

- რა ისწყავლეთ კამაჩოსგან?
- მამაცობა, ვაჟკაცობა...

- არაგონესისგან?
- დათმობა, პასუხისმგებლობა...

- და დელ ბოსკესაგან?
- პატიოსნობა, თავმდაბლობა, ჩინებული ფეხბურთი...

- შენ ნაკრებში 100 თამაში დაგიგროვდა, რა არის ახლა შენი მიზანი?
- 101-ე შეხვედრის ჩატარება.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)