თვალები სად გაქვს მსაჯო?

გუშინდელ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა მსაჯი გახლდათ, რომელმაც რბილად რომ ვთქვათ, სამ ეპიზოდში სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო.


პირველი ეპიზოდი შეეხებოდა რამოსისა და კიელინის დაპირისპირებას. ბევრი იკამათებს ამ ეპიზოდზე, ვინაიდან კუთხურის მოწოდებისას, საჯარიმოში ჩაწოდებისას მუდამ არის ასეთი ორთაბრძოლები და თან სერხიო რამოსი ვერ ქმნიდა იმ ეპიზოდში საგოლე ხიფათს. ასე რომ მას თავისუფლად შეეძლო არ დაენიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა "იუვენტუსის" კარის მიმართულებით,

მეორე ეპიზოდი უკვე კრიშტიანო რონალდუსა და კიელინის დაპირისპირებაა, როცა პორტუგალიელმა აშკარად "გააფორმა", ხოლო მსაჯმა კი "იუვენტუსის" ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა პირდაპირ. ჩემი მოსაზრებით, არც ამ ეპიზოდში იყო მართალი მსაჯი, ვინაიდან არ იყო ბოლო იმედის ჯარიმა (საერთოდ ჯარიმა იყო თუ არა ეგეც საკითხავია). რონალდუ პირისპირ არ გადიოდა მეკარესთან და თუ ჯარიმას ნიშნავდა , მაქსიმუმ ყვითელი ბარათით უნდა დასჯილიყო "იუვენტუსის" ფეხბურთელი.

მესამე ეპიზოდი, რომელშიც ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა გაგდებას და არ გააგდეს , იყო ვიდალისა და მარსელოს შეჯახება, როცა "იუვენტუსის" ფეხბურთელმა მარსელოს უკნიდან გამეტებით ჩაარტყა ფეხი. ამ შემთხვევაში მსაჯს ფეხბურთელისთის თავისუფლად შეეძლო წითელი ბარათის ჩვენება.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მსაჯს სასტვენი პირიდან არც კი გაუგდია და ყველაფერზე უსტვენდა.

მოკლედ, ჩემი პირადი აზრია, რომ მსაჯმა გუშინდელი შეხვედრა , როგორც შეეძლო მაქსიმალურად გააფუჭა.

(პ.ს. ჯერ იყო "ელჩე", მერე "იუვენტუსი", ვინ იქნება შემდეგი? ან თუნდაც შვილო "რეალ" სანამდის?)
dle 10.1

  • shvela
  • 24 ოქტომბერი 2013
  • 5002
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)