კანავარო: „მოუს შემდეგ ყველა გუნდს უჭირს“

გამოცემა „მარკა“ ფაბიო კანავაროს დაუკავშირდა, რომელიც სხვადასხვა წლებში იცავდა, როგორც „იუვენტუსის,“ ასევე „რეალის“ ღირსებას.


- ვის ქომაგობთ მომავალ დაპირისპირებაში?
- მნიშვნელოვანია, რომ ორივე გუნდი გავიდეს შემდეგ ეტაპზე.ანჩელოტის „რეალის“ გარდაქმნას აპირებს და ამისათვის დრო ესაჭიროება, რაც შეეხება „იუვეს,“ 2 ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მათ რაღაც აკლიათ.

- რომელ გუნდს განიხილავთ ფავორიტად?
- გამოცდილებიდან გამომდინარე გიპასუხებთ, რომ ასეთი ტიპის მატჩებში ფავორიტი არარსებობს.

- რაში მდგომარეობს „იუვეს“ მთავარი საფრთხე?
- ვფიქრობ, მათ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვითი ხაზი ჰყავთ - პირლოს, პოგბასა და მარკიზიოს სახით.

- „რეალი“ არცთუ ისე სახარბიელო მომენტს განიცდის...
- რთულია, როდესაც ცუდი სტარტი გაქვს, თუმცა სეზონი საკმაოდ გრძელია.მოურინიოს წასვლის შემდეგ, ყველა გუნდს ურთულდება ცხოვრება, რამეთუ დიდი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, იოზილის წასვლამ ზიანი მიაყენა მადრიდელთა შეტევით პოტენციალს?
- ალბათ, სირთულეს წარმოადგენს ისეთი მოთამაშეების მოძიება, როგორებიც იოზილი და იგუაინი არიან, თუმცა კლუბს ბეილის მოყვანა სურდა.

- „ბლანკოსი“ საჭიროებდა ბეილს?
- ის შესანიშნავი ფეხბურთელია.შესაძლებელია კლუბს უფრო შემოქმედი მოთამაშე ჭირდებოდა, ვიდრე სწრაფი.

- თქვენი ფავორიტი ჩემპიონთა ლიგაზე?
- ერთი ფავორიტი არ მყავს.„ბაიერნი,“ „ბარსელონა“ და „რეალი.“

marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)