იკერისთვის „იუვე“ უხერხული მეტოქეა
მოგეხსენებათ, უეფას ეგიდით გასამართ დაპირისპირებაში, „იუვესთან,“ მადრიდელთა კარს კასილიასი დაიცავს.
კარიერის განმავლობაში, იკერს 6-ჯერ უასპარეზია ტურინელთა წინააღმდეგ და უნდა ითქვას, არც თუ ისე სახარბიელოდ, რამეთუ ის მხოლოდ 2-ჯერ გამოვიდა გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში იტალიელები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.
პირველად, ესპანელი კიპერისა და „ბებერი ქალბატონის“ გზები, 2002/03 წ.წ. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინაშლი გადაიკვეთა.„ბერნაბეუზე“ ადგილობრივებმა 2-1 მოიგეს (რონალდო, კარლოსი, ტრეზეგე), ხოლო „დელა ალპიზე“ 3-1 დათმეს (ტრეზეგე, დელ პიერო, ნედვედი, ზიდანი).ალბათ, გახსოვთ ეს მატჩი, როდესაც ბოლო წუთზე ფიგუმ პენალტი გააცუდა.
შემდეგ, 2004/05 წ.წ. 1/16 რაუნდში მოუწია კასოს ტურინელთა შეტევების მოგერიება.მადრიდში გამართული პაექრობა, ელგერას ეული გოლის წყალობით მოიგეს „თეთრებმა,“ ხოლო სტუმრად 2 უპასუხო გოლი მიიღეს (ტრეზეგე, სალაეტა).
რაც შეეხება კასილიასისა და „იუვეს“ ბოლო შეხვედრას, ის 2008/09 წ.წ. ჯგუფურ ეტაპზე ფიქსირდება, როდესაც მადრიდისტებმა ჯერ 2-1 წააგეს (დელ პიერო, ამაური, ნისტერლოი), ხოლო განმეორებითში დელ პიეროსგან 2 გოლი მიიღეს (0-2).
საერთო ჯამში, კასილიასმა 10 გოლი მიიღო „ბებერი ქალბატონისგან.“
marca.com
- 23 ოქტომბერი 2013
- 2052
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.