„რეალის“ რეკორდი დაუმხობელია
პრიმერა დივიზიონის ისტორიაში, საუკეთესო სტარტი კვლავ სამეფო კლუბის ანგარიშზეა.
მიმდინარე სეზონის სტარტზე, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ ფეერიულმა თამაშმა, მადრიდელების 1968-69 წ.წ. მიღწევის (9 მატჩში 9 მოგება) გამეორება/დამხობის ილუზიები შექმნა, თუმცა სრულიად ურიგოდ.როგორც იცით, სწორედ ჩემპიონატის მეცხრე ტურში, „როხიბლანკომ“ და „ბლაუგრანამ“ მოგებათა სერია შეწყვიტეს.
ალბათ, გაინტერესებთ, ვინ არიან რეკორდის შემოქმედნი, რომელთა მიღწევაც 45 წელია დაუძლეველია ნებისმიერი გუნდისათვის.მაშინ მიგელ მუნიოსი იდგა „ბლანკოსის“ სათავეში, რომლის გარჯამაც, სეზონის ბოლოს ლა ლიგასთან ერთად, ევროპის თასი დადო.შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, როგორებიც არიან: ამანსიო ამარო, პირი, ფრანცისკო ხენტო, სანჩისი და სხვანი.მართალია, დი სტეფანოსა და პუშკარის ეპოქა დასრულებული იყო, თუმცა იმდროინდელი „ბლანკოსი“ პოპულარობითა არ ჩამოუვარდებოდა არგენტინელისა და უნგრელის დუეტს.
საინტერესო ის არის, რომ 1968-69 წლების ჩემპიონატის საწყის 9 ტურში, სამეფო კლუბმა არცთუ ისე ადვილი მეტოქეების დამარცხება მოახერხა.მადრიდელებმა რეკორდამდე შემდეგი გუნდები დაამარცხეს: „ესპანიოლი,“ „ატლეტიკი,“ „ატლეტიკო,“ „ვალენსია“ და „ბარსელონა.“
ერთი სიტყვით, საკმაოდ მნიშვნელოვანი რეკორდი, კვლავ უბადლოა.
as.com
- 22 ოქტომბერი 2013
- 3413
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.