ბუფონი : „კასილასი დიდებული მეკარეა“

იუვენტუსის გოლკიპერმა, ჯან ლუიჯი ბუფონმა მარკასთან ინტერვიუ ჩაწერა...


იტალიელმა მეკარემ კასილასი შეაქო და განაცხადა, რომ ესპანელი კვლავ ინარჩუნებს პირველობას და იგი დიდებული კიპერი გახლავთ. მათ არაერთი შეხვედრა გაუმართავთ ერთმანეთის წინააღმდეგ...

რა მოგონებები გაქვთ რეალთან და ბერნაბეუზე თამაშთან დაკავშირებით?

ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ ერთმანეთს, ნამდვილად დიდი მატჩი იქნება ოთხშაბათს, რადგან ერთმანეთს დიდი გუნდები უპირისპირდებიან. ჩვენი ბოლო შეხვედრა „ბებერმა ქალბატონმა“ 2-0 მოიგო.

უკვე დიდი ხანია იუვეს მეკარე ხართ, თქვენ გითამაშიათ რეალის წინააღმდეგ, რომელშიც ირიცხებდნენ ზინედინ ზიდანი, რონალდო, ლუიშ ფიგუ, რობერტო კარლოსი და ასე შემდეგ, ახლა კი დაუპირისპირდებით კრიშტიანო რონალდოს, გარეთ ბეილს და კარიმ ბენზემას...

დიახ, დრო გადის და ფეხბურთელები იცვლებიან, თუმცა გუნდები რჩებიან და მათი ისტორიაც გრძელდება. სამეფო კლუბს უდიდესი ტრადიციები და ისტორია აქვს, ამ გუნდში ყოველთვის მეგა ვარსკვლავები ირიცხებოდნენ.

როგორ ფიქრობთ, გარეთ ბეილი 100 მილიონი ღირს?

ამას დრო გვაჩვენებს, ფაქტია რომ უელსელი მოთამაშე უდიდესი ნიჭის და ტალანტის მატარებელია, ის ტოტენჰემში ფანტასტიკურ თამაშებს მართავდა.

გასაგებია თქვენთვის ის სიტუაცია რაც კასილასს დაატყდა თავს?

ყველა მოთამაშის ცხოვრებაში დგება რთული მომენტები, ამ ფაქტთან დაკავშირებით იკერის რეაქცია დასაფასებელია, იგი თავდაუზოგავად შრომობს და საკუთარ შანსს ელოდება, დარწმუნებული ვარ იუვეს წინააღმდეგ იგი სასტარტოში იქნება.

რას იტყვით ლოპესზე?

გასაკვირია, როდესაც კასილასს სათადარიგოთა სკამზე ვხედავთ, რადგან იგი დიდებული მეკარე და ნამდვილი პროფესიონალი გახლავთ, თუმცა დიეგო ლოპესს პატივი უნდა ვცეთ, რომელმაც ფენომენალური ნიჭი გამოავლინა. dle 10.1

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2013
  • 2886
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)