ლასანა დიარა : „კლასიკოს რეალი მოიგებს“

მადრიდის რეალის ყოფილი ნახევარმცველის, ლასანა დიარას განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდის რეალი ნოუ კამპზე წარმატებას მიაღწევს და ქულათა რაოდენობით „ბლაუგრანას“ გაუთანაბრდება...


„დარწმუნებული ვარ „ბლანკოსი“ ბარსელონელთა დამარცხებას ნოუ კამპზე შეძლებს, ეს იქნება დიდი ზეიმი მადრიდული პუბლიკისთვის.“

„დედაქალაქელთათვის სეზონი არც ისე სახარბიელოდ დაიწყო, რადგან გუნდს 9 ტურში 5 ქულა აქვს დაკარგული, თუმცა იტალიელის მუშაობა მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან მან ახალგაზრდებს მისცა შანსი, რომლებიც გაცემულ ავანსებს ამართლებენ.“

„მორატანა, კაზემირო, ხესე და კარვახალი უმაღლესი დონის მოთამაშეებად ყალიბდებიან, დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელიწადში ისინი სამეფო კლუბის შეუცვლელ მოთამაშეებად მოგვევლინებიან.“

„ანჩელოტი უდიდესი ტაქტიკოსია, მას თავისუფლად შეუძლია გუნდი მოამზადოს ამა თუ იმ კონკრეტული მატჩისთვის, რაც მასში ნამდვილად დასაფასებელი გახლავთ.“

„ვგონებ, კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის დუეტი სულ მალე დამანგრეველი გახდება ნებისმიერი გუნდისათვის, უელსელი ჯერ-ჯერობით ადაპტაციას გადის. პრემიერ ლიგიდან ესპანეთისკენ გეზის აღება და ლა ლიგის სტილზე მორგება არც ისე იოლი საქმეა, მითუმეტეს იმ შემთხვევაში როდესაც ფიზიკურ მზად არ ხარ, უელსელს რამდენიმე თვე ჰქონდა გაცდენილი, სტილის გამოცვლა ნამდვილად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით.“

„არაერთ კლასიკოში მიმიღია მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2013
  • 2369
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)