პეპე : „სეზონის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება შეუძლებელია“

პორტუგალიელმა მცველმა, კეპლერ პეპემ განაცხადა, რომ ბარსელონას და ატლეტიკოს წარუმატებელი გამოსვლა, რომელიც ლა ლიგის ბოლო ტურში დაფიქსირდა არ გაკვირვებია, რადგან ნელ-ნელა დგებოდა დრო, როდესაც ეს გუნდები ქულებს დაკარგავდნენ...


„რაც არ უნდა მაღალ დონეზე დაკომპლექტებული გუნდი გყავდეს, დღევანდელ დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მთელი სეზონი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარო, თანაც იმ ფონზე, როდესაც ხელს გიშლის სანაკრებო ბატალიები.“

„ნამდვილად არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ ბარსელონამ და ატლეტიკომ ქულები დაკარგეს, რადგან აწ უკვე გასულ ტურამდე, მათ 100%-იანი შედეგი ჰქონდათ, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ორივე კოლექტივი მე-9 ტურში გაანიავებდა ქულებს.“

„ამ ეტაპზე ჩვენი ჩამორჩენა მინიმალურია, თუკი კლასიკოს მოვიგებთ ჩვენ მოგვეცემა რეალური შანსი იმისა, რომ ბარსელონას გადავასწროთ, ატლეტიკოსთან 2 ქულიანი სხვაობა გვაქვს, იმ შემთხვევაში თუ კლასიკო ჩვენი წარმატებით დასრულდა და „როხიბლანკომ“ თავისი მატჩი მოიგო, მათ პირველ ადგილზე ვიხილავთ, თუმცა ეს დროებითი იქნება, რადგან საბოლოო ჯამში პრიმერა დივიზიონის ცხრილის სათავეში „ბლანკოსი“ უნდა მოექცეს.“

„ურთულესი კვირა გველის, ჩვენ უნდა ვითამაშოთ იუვენტუსთან, რომელიც რეალისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა, მაგრამ ლიგის შეხვედრის მოგებას დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თუკი კონტეს შეგირდებს დავამარცხებთ ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალში გასვლისთვის სულ პატარა ძალისხმევა დაგვჭირდება, რადგან კონკურენტებთან დიდი სხვაობა გვექნება, ამასთანავე შესანიშნავ ხასიათზე ჩავალთ კატალონიაში, სადაც მაყურებელი ულამაზეს შეხვედრას იხილავს.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2013
  • 1601
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)