ანჩელოტი: "კარგი მატჩი იყო"

"სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის პრეს-კონფერენცია მატჩის შემდეგ.


"ეს კარგი მატჩი იყო, მე მომეწონა გუნდი. ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, ვთამაშობდით აგრესიულად და კომპაქტურად, ასევე გოლების გატანის უამრავი მომენტი. იმედი მაქვს, მომავალ მატჩებშიც გავიმარჯვებთ."

"ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ დაცვაში, ვახორციელებდით პრესინგს, რაც ბურთის ფლობამ დაადასტურა. ეს თამაში სხვებისგან განსხვავებული იყო: ჩვენ არ მივეცით მოწინააღმდეგეს შანსი და თამაშის კონტოროლი. ახლა მე ბედნიერი ვარ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ეს კვირა კარგად დაიწყო."

"ბეილმა თამაში მარცხნივ დაიწყო, იმიტომ რომ რონალდუ და დი მარია უკვე თამაშობდნენ. მაშინ, როცა ხესე შევიდა, მათ ფლანგები შეიცვალეს. ბეილს არანაირი პრობლემა არ აქვს, ის კიდევ ერთი მოთამაშეა შემადგენლობისთვის. რადც შეეხება მომდევნო მატჩს, ჩვენ მანამდე სამი დღე გვაქვს ვარჯიშებისთვის."

"ილიარამენდიმ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ბოლო კვირების განმავლობაში ის ვარჯიშებზე მუშაობდა და თავისი ფიზიკური ფორმა გააუმჯობესა."

"მორატა და კარვახალი? არ ვიცი, დაიწყებენ თუ არა მომდევნო მატჩს სასტარტოში, მაგრამ დღეს მათი თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დამოკიდებულება. მორატა მუდმივად უქმნიდა პრობლემებს მეკარეს და ნაყოფიერი იყო როგორც თავდამსხმაში, ასევე დაცვაში."

"ბენზემას მცირე კუნთის პრობლემები ჰქონდა, ის არ იყო მზად დღევანდელი მატჩისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, ის ოთხშაბათისთვის სრულიად გამოჯანმრთელებული იქნება. ვარანიც ასევე მზად უნდა იყოს ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის, ის დილით ჩვეულებრივ რეჟიმში ივარჯიშებს."

"რონალდუს ბოდიშის მოხდის ჟესტი გულშემატკივრების წინ? მას ძალიან ბევრი შანის ჰქონდა გოლების გატანის, მაგრამ უბრალოთ ბურთი კარში არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, კრიშიტიანუმ შეძლო პენალტის გატანა."

"ისკო ძალიან კარგი იყო სეზონის სტარტზე. დღეს ის არ იყო მატჩის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, შესაძლოა, ის ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი ფეხბურთელია და გუნდს დაეხმარება." dle 10.1

  • Ricky.
  • 20 ოქტომბერი 2013
  • 2805
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)